GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სიტყვა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დღეს სახალხო დამცველი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშვს. ეს თარიღი 1996 წლის 16 ნოემბერს იუნესკოს მიერ ტოლერანტობის შესახებ დეკლარიციის მიღებასთანაა დაკავშირებული.

 

უკვე მე-9 წელია, რაც  ეროვნული უმცირესობებისა და რელიგიათა საბჭოებთან ერთად ამ დღეს ვცდილობთ, შევაჯამოთ მიმდინარე წლის ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები, რომელთა წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო,  ჩვენი საზოგადოება.

 

ტოლერანტობის დღეს ასევე ტრადიციულად ვაჯილდოვებთ იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებმაც წლის განმავლობაში თავი გამოიჩინეს ტოლერანტობის განვითარების კუთხით. გარდა ამისა, ვაცხადებთ ტოლერანტობის საკითხებზე ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულებსაც.

 

ამ თარიღის ამგვარი ფორმით აღნიშვნის ერთ-ერთ მიზანს იმის ხაზგასმაც  წარმოადგენს, რომ თანამედროვე გაგებით, ტოლერნატობა - განსხვავებულისადმი არამარტო ამტან, შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გულისხმობს,  არამედ, როგორც იუნესკოს დეკლარაციაშია ნათქვამი, ასევე სხვა რელიგიისა და რწმენის, განსხვავებული შეხედულებების, ეთნოსის, კულტურის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის, ასაკის, სოციალური წარმომავლობის ადამინების გაგებას, პატივისცემას, მიღებას, მათდამი სოლიდარული დამოკიდებულების გამოვლენასაც ნიშნავს.

 

ეს შეიძლება ითქვას ტოლერანტობის მორალური იდეალია, რომლის საზომი სულაც არ გულისხმობს პასიურ, ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნას, არამედ განსხვავებულისადმი თანადგომა, აქტიური მხარდაჭერაა მისი მთავარი კრიტერიუმი -  სწორედ ისე, როგორც ე.წ. ზნეობის ოქროს წესითაა გამოთქმული: მოექეცი სხვას ისე, როგორც, გსურს, მოგექცნენ შენ.

 

მოდით, მეგებრებო, გულწრეფელად, შეულამაზებლად დავსვათ კითხვა, რამდენად იძლევა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი რეალობა, იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტულები, რომ სახელმწიფო ერთანაირად უზრუნველყოფს და იცავს ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის რელიგიის თავისუფლებას, რამდენად არიან დაცული დისკრიმინაციული მოპყრობისგან განსხვავებული ეთნოსის, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიენები, რამდენად არიან დაცული ქალები ძალადობისგან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დამამცირებელი მოპყრობისგან.

 

ტრაფარეტული და ყალბი იქნება ჩვენი მუდმივი სიამაყე საქართველოს ისტორიული ტოლერანტობით იმ შემთხვევაში,  თუკი ამ შეკითხვაზე დღეს დადებით პასუხს გავცემთ.

მიმდინარე წლის განმავლობაში თავი იჩინა არაერთმა სერიოზულმა პრობლემამ, გამოვლინდა არაერთი შემაშფოთებელი ფაქტი რელიგიური ნიშნით ძალადობისა, კანის ფერის გამო ადამინის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა, ჰომოფობიისა, ქსენოფობიისა, თავზარდამცემი იყო ქალების მკვლელობის სერიული შემთხვევები.

 

ყოველივე ამის გამო, შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს მასშტაბურ, სისტემურ პრობლემასთან, რაც განსხვავებულის, უმცირესობაში მყოფის მიუღებლობიდან იღებს სათავეს და საფრთხეს უქმნის მშვიდობიან, ტოლერანტულ, თანასწორუფლებიან გარემოს საქართველოში.

 

მკაფიოდ მინდა ვთქვა: დაუშვებელია ამგვარი ფაქტებისადმი წაყრუება, ზერელე დამოკიდებულების გამოვლენა, მაგრამ, განსაკურებით დაუშვებლია ეს სახელმწიფოს მხრიდან, რომლის ვალდებულებაა დაიცვას ყველა ადამიანის კანონიერი ინტერესი, - უფლება და თავისუფლება ყოველგვარი უკანონო შეზღუდვისგან, დევნისა და ძალადობისგან.

 

ამ კუთხით, ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისადმი სახელმწიფო უწყებები, სამართალდამცველები ხშირად იჩენენ გულგრილობას, მოქმედებენ არაადეკვატურად,  რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას დისკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებაზე.

 

ყოველივე აქედან გამომდინარე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამართალდამცველებს:  ყველა ღონეს მიმართონ საიმისოდ, რომ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული არ დარჩეს გამოუვლენელი, გამოუძიებელი და დაუსჯელი.

 

ჩვენ კარგად  გვესმის, რომ ერთბაშად ვერ დავძლევთ და აღმოვფხვრით განსხვავებულისადმი შეუწყნარებლობისა და სიძულვილის პრობლემას - ამ მიმართულებით სისტემური ცვლილებების გატარებაა აუცლილებელი საგანმანათლებლო სივრცეში, ასამაღლებელია საჯარო პირთა ცნობიერება, დასაძლევია სიძულვილის ენა, რაც ხშირად ისმის  პოლიტიკოსებისა და .ე.წ. ცნობადი სახეების რიტორიკაში, უმნიშვნელოვანესია, მედიამ გაიშინაგანოს პასუხისმგებლობა, რომელიც მას შეუწყნარებლობის პროპაგანდის გამო აწევს, ბოლომდეა ასამუშავებელი მიმდინარე წელს მიღებული კანონი დისრკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

 

ერთი სიტყვით, უაღრესად დიდი სამუშაოა გასაწევი ტოლერანტობის კულტურის რეალური დამკვიდრებისათვის საქართველოში, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მუდმივად ვინუგეშებთ თავს, რომ ტოლერანტული კულტურის მატარებელი ერი ვართ, იმ შემთხვევაში თუკი სამართალდამცველები არ გასცემენ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს საკადრის პასუხს - ეს წყალში გადაყრილი შრომა იქნება, რადგან დაირღვევა თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი - კანონის უზენაესობა, მოიშლება განცდა, რომ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერი მისი მოქალქის კანონიერი ინტერესის სადარაჯოზე დგომა, იმ ფუნქციის შესრულება, რაც მას სწორედ მრავალგვარი იდენტობის მქონე მოქალაქეებმა დააკისრეს.

 

დასასრულ, გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ჩვენ ყველანი ერთად, სახელმწიფოც და საზოგადოებაც, უმრვლესობაც და უმცირესობებიც, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედია,  ერთგულნი ვიქნებით ტოლერანტობის პრინციპებისა და მოვახერხებთ ჩვენი რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას, რადგან როგორც იუნესკოს დეკალარაციაშია ნათქვამი, ტოლერანტობის კულტურა ესაა ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლისკენ სწრაფვა.  

 

ჩემი მხრიდან კი გპირდებით,  რომ ამ საქმისთვის სახალხო დამცველი და  ჩემი ყველა თანამშრომელი ძალისხმევას არ დავიშურებთ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group