GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახელმწიფო ენის შესახებ კანონპროექტის განხილვა

2014 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში გაიმართა სახელმწიფო ენის შესახებ საქართველოს კანონის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მონაწილეობდენენ კანონპროექტის თანაავტორები, მეცნიერებათა აკადემიის წევრები, ავთო არაბული და ჯონი ხეცურიანი.

 

საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ ინიცირებულია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან თანამშრომლობით.

 

კანონპროექტის პირველმა ვარიანტმა, რომელიც არსებითად 2002 წელს ინიცირებული კანონპროექტის არსს ასახავდა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია. როგორც საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ, ბატონმა ივანე კიღურაძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენელთა ნაწილში ამ კანონპროექტმა გააჩინა მოსაზრება, რომ იგი ხელისუფლების მედიაზე ზეწოლის მიზნით შეიქმნა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტს შიგნით, ასე მის გარეთ წარმოიშვა მოსაზრებები, რომ კანონპროექტში ასასხულ მუხლებს, შესაძლოა, ეროვნულ უმცირესობათა უკმაყოფილება წარმოეშვა. ამიტომ, ნოემბრის თვეში, კომიტეტი საპარლამენტო ბიუროში ახალი საკანონმდებლო წინადადებით შევიდა, რომელშიც, კომიტეტის თავჯდომარის განცხადებით, ასახულია როგორც სახელმწიფო ენის დაცვისათვის აუცილებლელი პრინციპები, ასევე ეროვნულ უმცირესობათა უფლებები. „ქართული ენა ჩვენი საერთო საკუთრებაა, ის ერთნაირად ეკუთვნის საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და მის დაცვასა და განვითარებაზე ყველამ ერთნაირად უნდა ვიზრუნოთ“ - განაცხადა ივანე კიღურაძემ.

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა, ზაურ ხალილოვმა, ვან ბაიბურთმა, ნაირა ბეპიევმა და სხვებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რაც რეგიონებში, ერთი მხრივ ქართული ენის კვალიფიციურად სწავლებას და მეორე მხრივ, უმცირესობათა ენების შენარჩუნებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფასთანაა დაკავშირებული.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group