GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭო ქალებზე ძალადობის შესახებ

სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრ რელიგიურ გაერთიანებებს გვსურს  გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და  მკვლელობის უკიდურესად შემაშფოთებელ შემთხვევებს.

 

უპირველეს ყოვლისა,  გვინდა საერთო მწუხარება გამოვთქვათ მოძალადეების ხელით დაღუპული  ქალების გამო და მივუსამძიმროთ ყველას, ვინც ამ ტრაგედიების სერიამ დააობლა და შეძრა.

 

ქალთა წინააღმდეგ ძალადობა ჩვენი საზოგადოების უაღრესად სერიოზული და ღრმა პრობლემაა, რასაც არაერთი მიზეზი და გარემოება განაპირობებს.

 

გულისტკივილით და სინანულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიზეზებს შორის, არც თუ იშვიათად, დამახინჯებული რელიგიური ინტერპრეტაციებიცაა.  ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ როლს, რაც ამა თუ იმ რელიგიური მოძღვრების არასწორად აღქმასა და გაგებას მიუძღვის ქალებისადმი ძალადობის წახალისებაში.  მთელ მსოფლიოში დღემდე გვხვდება შემთხვევები, როცა სწორედ რელიგიური მოტივაციაა ქალების ჩაგვრის მიზეზად გამოყენებული.

 

მთელი პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ, ზოგადად, რელიგია, თავისი არსიდან და მისიიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ძალადობისა და დისკრიმინაცის გამამართლებელ არგუმენტად იქნეს მოყვანილი, რადგან ყველა დიდი რელიგიური მოძღვრების სულისკვეთება სიყვარულის, პიროვნული თავისუფლებისა და თანასწორობის ქადაგება გახლავთ.  თითოეული ადამინის გამორჩეული სულიერი  დანიშნულების, მისი უნიკალური პასუხიმგებლობის აღიარება არის რელიგიურობის ქვაკუთხედი,  მიუხედავად იმისა,  რომელ სქესს ეკუთვნის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნება.

 

აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა ღმრად უნდა გავიაზროთ, რომ სოციალურ სივრცეში ჩვენი თავისუფლება სრულდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის თავისუფლება. ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოა, ვინ იქნება იგი სქესით და როგორია  მისი სოციალური სტატუსი: - ქალია თუ კაცია, ოჯახის წევრია, ცოლია, ქმარია, შვილია, დედაა თუ მამა. ყველა ადამიანი, უპირველეს ყოვლისა,  თავისუფალია თავისი ბუნებით და მხოლოდ შემდეგაა ამა თუ იმ სოციუმის, მათ შორის ოჯახის, თემის, ეთნოსისა და რელიგიური ჯგუფის წევრი.

 

მიგვაჩნია, რომ ქალებისადმი ძალადობის ბოლოდროინდელი ესკალაცია, სწორედ ამ თავისუფლების წინააღმდეგ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი  ამხედრებაა და იმის გარდა, რომ თითოეული ეს შემთხვევა სამართლებრივი კუთხით  მძიმე  დანაშაულია, ამავდროულად,  ყველა რელიგიური მოძღვრებისთვის უმძიმეს ცოდვასა და ბორტებას  წარმოადგენს.

 

ყოველივე აქედან გამოდინარე, ჩვენ ერთობილავად მოვუწოდებთ ყველას, ქალებსა და კაცებს, მთელ საზოგადოებას, რელიგიურ თუ არარელიგიურ მოქალქეებს,  ბოლო მოვუღოთ ქალებზე სამარცხვინო ძალადობასა და ყველა ღონეს მივმართოთ საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ წარსულ ჩაბარდეს მახინჯი კულტურული თუ რელიგური ტრადიციები, რომლებიც სქესის მიხედვით ძალადობასა და დანაშაულს შეიძლება ედებოდეს გამამართლებელ საფუძვლად.

 

ამავდროულად,  მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რათა მკაცრად აღკვეთონ ქალთა წინააღმდეგ  ძალადობის ესკალაცია და კანონის სრული დაცვით იმოქმედონ, როგორც მოძალდეების წინაარმდეგ ასევე ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად.

 

ევროპელ ებრაელთა რელიგიური საზოგადოება

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია

სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია 

სახარების რწმენის ეკლესია

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

ეზიდთა სასულიერო კრება

საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია

საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია

ევანგელურ–ლუთერული ეკლესია

სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი

საქართველოს ევანგელისტური ეკლესია

ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი

მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია

ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა

წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group