 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|

ეთნიკური საბჭოს შეხვედრა პარლამენტის წევრებთან 2014 წლის, 19 მაისს, სასტუმრო ამბასადორში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილესთან, გედევან ფოფხაძესთან და პარლამენტის წევრებთან, თამაზ ავდალიანთან და ალი მამედოვთან.

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან დაკავშირებით 2014 წლის თებერვალში საქართველოს მთავარობის გადაწყვეტილებით დაფუძნდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თუმცა, მიგვაჩნია, რომ ახლადშექმნილი სააგენტოს მანდატი რამდენიმე მიმართულებით პრობლემურია. კერძოდ:

სახალხო დამცველის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიათა და ეთნიკურ საბჭოების წარმომადგენლებთან 2014 წლის 25 აპრილს, 11:00 სთ-ზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა.

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; მემორანდუმი კამპანია „არა ფობიას“ ფარგლებში 2014 წლის, 10 აპრილს სასტუმრო „ვერე პალასში“ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების „მედიის განვითარების ფონდის“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ და „ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიორინგის ცენტრის“ წარმომადგენლებს.

სახალხო დამცველის მილოცვა ბოშების საერთაშორისო დღისადმი 8 აპრილი ბოშების საერთაშორისო დღეა. 1971 წლის 8 აპრილს, ლონდონში გამართულ ბოშათა პირველ საერთაშორისო კონგრესზე ბოშებმა მიიღეს ნაციონალური სიმბოლოები: დროშა, ეროვნული ჰიმნი და თავი მსოფლიოს ერთიან თავისუფალ ნაციად გამოაცხადეს.
სახალხო დამცველი ასურელ თანამოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს 1 აპრილს, ჩვენი ასურელი თანამოქალაქეები ახალ 6764 წელს აღნიშნავენ. მინდა გულით მივულოცო მათ ეს დღესასწაული! უძველეს დროიდან ასურელები აღნიშნავენ ახალ წელს გაზაფხულზე, როდესაც იღვიძებს ბუნება. ახალი წლის (აკიტუ - ხა ბ-ნისან) აღნიშვნა განსაზღვრულია მათი წინაპრების ტრადიციებით და დაკავშირებულია შუამდინარეთის ხალხთან.
ეთნიკური საბჭოს შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან 2014 წლის 27 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები - პირველი არხის გენერალური პროდუსერი, რუსუდან მანჯგალაძე, მარკეტინგისა და PR სამსახურის უფროსი, თინათინ ბერძენიშვილი და მარკეტინგის სამსახურის სოციოლოგი, თამარ ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრებს შეხვდნენ. |
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|