GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სემინარი ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთვის ევროინტეგრაციის და სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის აქტივობების შესახებ

18 სექტემბერს უმცირესობათა საკითხების ევროპულმა ცენტრმა (ECMI), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობათა საბჭოსთვის სემინარი გამართა. სემინარი სამ ძირითად მიზანს ემსახურებოდა:

 

  1. ეროვნული უმცირესობის საბჭოს წევრებს ქონოდათ მეტი ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, დეტალურად იქნა განხილული ისეთი საკითხები როგორიცაა - აღმოსავლეთის პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა, სქართველო-ევროკავშირის ვიზა დიალოგი და უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები.
  2. ამაღლებულიყო ცნობიერება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ეროვნული უმცირესობებისთვის კონკრეტული დადებითი ფაქტორების შესახებ. სემინარი შეეხებოდა ეროვნული უმცირესობების დაცვის ევროპული სტანდარტებსა დამექანიზმებს და თუ როგორ ზრუნავენ და დაიცავენ ევროპული სტრუქტურები მათ. დეტალურად იქნა განხილული ჩარჩო კონვენცია „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ და „რეგიონული ან უმცირესობების ენების ევროპული ქარტია“.
  3. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის აქტივობების გაცნობა და მასში რეგისტრაციის საშუალებები. ამ მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, ბატონ ლაშა ტუღუშთან. მან მიაწოდა ინფორმაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს პლატფორმის სტრუქტურის, ფუნქციონირების და იმ დადებითი ფაქტორების შესახებ რაც მათ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეიძლება ჰქონდეთ პლატფორმაში გაწევრიანების შემდეგ.

 

სემინარმა და სამუშაო შეხვედრამ დადებითი შეფასება დაიმსახურა მონაწილეების მხრიდან.  საბჭოში შემავალმა რამდენიმე ორგანიზაციამ პლატფორმაში გაწევრიანების სურვილიც გამოთქვა.

 

ღონისძიება დაფინანსებულია პროქტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ მიერ, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო“ (OSGF) ხელშეწყობით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group