GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის განცხადება ქობულეთის ინციდენტთან დაკავშირებით

2014 წლის 10 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ლერმონტოვის ქუჩა N13-ში მდებარე მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან  (მედრესი) მომხდარი ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

 

მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მუსლიმთა სასულიერო სასწავლებლთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის შესასვლეთან დაკლეს ღორი და მისი თავი კარზე დაკიდეს. ასევე, ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფმა მშენებლობის ფაქტის გაპროტესტების მიზნით, გადაკეტეს ქუჩა.

 

წინამდებარე საკითხთან დაკავშირებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული მოცემულ მომენტში იმყოფება  ქობულეთის მუნიციპალიტეტში და ხვდება ადგილობრივ მუსლიმებს.

 

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებას და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ინციდენტი არ გამოიწვევს რელიგიურ ნიადაგზე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას და ადგილი არ ექნება ვითარების ესკალაციას.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2014 წლის 10 სექტემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტიანად აწარმოონ გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით. ამავდორულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რელიგიური შემწყნარებლობის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group