GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს განცხადება პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტის შესახებ

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრები, გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას პარიზში, ჟურნალ „შარლი ებდო“-ზე განხორციელებლი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო, ვუსამძიმრებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ფრანგ ხალხს და ამ ტრაგედიით შეძრულ ყველა ადამიანს.

 

ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს უსასტიკესი დანაშულია, რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლისა და ადამიანურობის მოსპობისკენაა მიმართული. განსაკუთრებით შემაძრწუნებელია რომ ტერორს, ხშირად, რელიგიის სახელით და თითქოს-და რელიგიური გრძნობების დასაცავად ახორციელებენ.

 

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ:  სიმართლე ისაა, რომ რელიგიური ნიშნით ტერორიზმი და ძალადობა სხვების გარდა, თავად იმ რელიგიებისა და მათი მშვიდობიანი მიმდევრების წინააღმდეგაა მიმართული, რომელთა სახელითაც სჩადიან ტერორის ცოდვას, ტერორის დანაშაულს.

 

დღეს, ზედმიწევნით ვაცნობიერებთ, რომ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ზუსტად და მკაფიოდ იყოს განმარტებული და წარმოჩენილი, რომ რელიგია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული განსხვავებული ადამიანის წინააღმდეგ შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საფუძვლად;

 

ვაცნობიერებთ, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დაუშვებელია, თუმცა ჩვენთვის მიუღებელია რელიგიური თემატიკისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, უხამსობისა და მკრეხელური შიაანრსის შემცველი მასალების პუბლიკაცია.

 

გამოხატვის შეზღუდვით თითოეულ ჩვენგანს მოაკლდება სწორედ ის, რის გამოც ფასეულია ადამიანი - თავისუფლება. ყველა დიდი რელიგიის სათავე სწორედ თავისუფლებაში, თავისუფალ არჩევანშია. 

 

ყოველივე აქედან გამომდინარე,  ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა უმკაცრესად, რეალურად, საქმით იყოს დაგმობილი  და აღკვეთილი ნებისმიერი ძალადობა განსხვავებული აზრის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების, რელიგიის, მრწამსის თუ მსოფლმხედველობის წინააღმდეგ.  

 

და ბოლოს, გვინდა მოვუწოდოთ რელიგიურ ლიდერებს და  ყველა კეთილი ნების ადამიანს,  - ხმა ავიმაღლოთ და გავერთიანდეთ ექსტრემიზმთან, შეუწყნარელბლობასთან, ტერორიზმთან  ბრძოლაში. დუმილი და გულგრილობა ყველაზე მეტად ასაზრდოებს ძალადობას.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group