GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები

2014 წლის 22 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი მარიოტში", საქართველს სახალხო დამცველმა გამართა პრეზენტაცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მონიტორინგის ანგარიში მოიცავს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებას და ეროვნული უმცირესობების საბჭოს რეკომენდაციებს.

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ამგვარ მონიტორინგს ყოველწლიურად ატარებს. მისი მიზანია სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შეფასება, წარმატებებისა და გამოწვევების გამოვლენა და ამ სფეროში ვითარების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება.



მთელის წლის მანძილზე საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები, დარგის ექსპერტებთან ერთად, ახორციელებდნენ შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით ამზადებდნენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებებისადმი. ანგარიში მოიცავს მონიტორინგის შედეგებს 4 მიმართულებით: 1) განათლება და სახელმწიფო ენა; 2) კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება; 3) მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; 4) კანონის უზენაესობა, სოციალური, რეგიონული და პოლიტიკური ინტეგრაცია.



ღონისძიება გახსნა სახალხო დაცველის მოადგილემ, პაატა ბელთადძემ. “საბჭოს მონიტორინგის ჯგუფმა 140-ზე მეტი შეხვედრა მოაწყო საქართველოს ქალაქებში, რეგიონებსა და სოფლებში ცენტრალურ და ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლებთან. მონიტორინგის შედეგები დიდად არ განსხვავდება გასული წლებისგან. კვლავ პრობლემურად რჩება მრავალი საკითხი, მათ შორის: ეროვნული უმცირესობების ინფორმირების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხები” – განაცხადა მან.

 

ღონისძიებაზე საბჭოს წევრებთან ერთად პრეზენტაციები წარმოადგინეს დარგის ექსპერტებმა: დენოლა ჩხარტიშვილი (კანონის უზენაესობა), კახა გაბუნია (განათლება), ეკა ჭითანავა (კულტურა) და კეტევან მსხილაძე (მედია).

 

ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" (ANI).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group