GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა 2014 - „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“

2014 წლის 16 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონ ბლუში“  ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

 

ვიქტორინა წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა, თუმცა პირველად დასავლეთ საქართველოში. ამჯერად ერთმანეთს 5 გუნდი შეეჯიბრება: „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბები, ასევე ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი. ვიქტორინის ჟიურის წევრები იყვნენ: საქართველოს სახალხო და,ცველის წარმომადგენელი აჭარაში, გიორგი ჩარკვიანი, უფლებადამცველი მირანდა ჩარკვიანი და სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი, ნინო ბოლქვაძე.

 

წლევანდელ წელს გამარჯვებული „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ქუთაისის ახალგაზრდული კლუბი გახდა.

 

2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით, მოამზადა და გამოსცა წიგნები "რელიგიები საქართველოში" და ,,ეთნოსები საქართველოში”. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა.  ვიქტორინა სწორედ ამ წიგნებში ასახულ მასალებს ეფუძნება და  მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

 

ვიქტორინა ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით.  

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group