GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

2014 წლის 23 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, კამპანია „არა ფობიას“ ფარგლებში, ამ კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის  მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა, რომელიც შუღლის გაღვივების მიზნით მოწოდების დასჯას ისახავს მიზნად.

 

შეხვედრაზე რელიგიათა საბჭოს წევრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოზიციები თანხევდრაში მოვიდა იმის თაობაზე, რომ კოდექსში შესატანად გამზადებული მუხლი, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს საჯარო სივრცეში უმცირესობათა ჯგუფების ხმის გავრცელებისათვის. შეხვედრის მონაწილეთა მოსაზრებით, ცვლილების ეს პროექტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის   საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასთან.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group