GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2011 წლის 24  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა. 
სახალხო დამცველმა მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები. 
  
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა დააჯილდოეს ჟურნალისტური კონკურსის ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ  –  სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან”. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის პრიზი გადაეცა ახალციხის ტელეკომპანია მე–9 არხის ჟურნალისტებს: რუსუდან გვარამაძეს და სერგეი ფიდანიანს, სიუჟეტისთვის მუსლიმი მესხების შესახებ. 
  
ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ტრადიციად იქცა „ტოლერანტობის ქომაგების“ გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ავლენენ და საპატიო სიგელებითა და პრიზებით აჯილდოებენ იმ პიროვნებებს, ორგანიზაციებსა და მედია საშუალებებს, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. წელს ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ საპატიო ტიტული მიანიჭა კინომცოდნე ნინია კაკაბაძეს, ფონდ „ალპეს“ და გაზეთ „მრავალეროვან საქართველოს“. რელიგიათა საბჭოს რჩეულების გახდნენ: თეოლოგი ბასილ კობახიძე, „კოალიცია ევროპული საქართველოსთვის“ და ინტერნეტ გამოცემა „netგაზეთი)
  
დასასრულს გაიმართა სახალხო დამცველის ვებ–გვერდის www.tolerantoba.ge–ს პრეზენტაცია. 
  
ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმრათა ესწრებოდნენ მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები. 
  
ტოლერანტობის საერთაშორისო დღის შესახებ 
  
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group