GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს განცხადება ადიგენში გამოვლენილი რელიგიური შეუწყნარებლობის გამო

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები გულისტკივილით გამოვხატავთ შეშფოთებას ადიგენში სალოცავად შეკრებილ მუსლიმ მრევლზე თავდასხმის, მათდამი შეუწყნარებლობისა და შეურაცხყოფის გამო.


საქართველოში დაცული უნდა იყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპები: კონსტიტუციით გათვალისწინებული ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლების მიღმა, არავის უნდა შეეშალოს ხელი შეკრებაში, ლოცვის, რიტუალებისა და რელიგიური სწავლების აღსრულებაში.


ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიხილეთ მართლმადიდებელი სასულიერო პირები, რომლებიც შეურაცხმყოფელი ფორმით თავს ესხმოდნენ და ემუქრებოდნენ საკუთარ სახლში სალოცავად შეკრებილ მშვიდობიან მუსლიმებს.


ასევე ჩვენ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება თითქოს მოლაპარაკებას ცდილობს კერძო საკუთრებაში ლოცვისა და რელიგიური ხასიათის სწავლების დაშვება - დაუშვებლობის საკითხზე, რაც კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, სახელმწიფოს მიერ იმთავითვე უნდა იყოს გარანტირებული. ეს საკითხი არ შეიძლება დადგეს კითხვის ქვეშ.


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყველაფერი იღონოს, რათა დაცული იყოს კანონმდებლობით გარანტირებული რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ფორმა: კერძო საკუთრებაში ერთობლივი ლოცვისა და რელიგიური ხასიათის შეკრების გამართვის შესაძლებლობა.


ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, სასულიერო პირებსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მრევლს შორის ურთიერთობები დაფუძნებული იქნება რელიგიის თავისუფლების პატივისცემაზე, რელიგიური ეთიკისა და ტოლერანტობის ტრადიციულ პრინციპებზე.

 


1. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
2. ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია
3. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
4. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
5. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
7. სახარების რწმენის ელესია
8 . ქართველ მუსლიმთა კავშირი
9. მეგობართა რელიგიური საზოგადოება კვაკერები
10. ბაჰაის საზოგადოება საქართველოში
11. ხსნის არმია
12. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
13. აჰმადია მუსლიმების გაერთიანება

14. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია

15. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

სომეხთა სამოციქულო ეკლესია, 23 ივლისი

ვარდავარი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group