GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიათა საბჭოს შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან

2017 წლის, 10 ივლისს, საქართველოს პარლამენტის რესპუბლიკის დარბაზში გაიმართა რელიგიათა საბჭოს შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებთან.

 

2016-17 წლების განმავლობაში, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიგათა საბჭომ მოამზადა რეკომენდაციების ნუსხა, რომლის ადრესატი, სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაა. რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტს, პრემიერ მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მთავარ პროკურატურას, განათლების მინისტრს, უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეს, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, საზოგადოებრივ მაუწყებელს და მოითხოვა შეხვედრები საბჭოს რეკომენდაციების გაცნობისა და მსჯელობის მიზნით.

 

2017 წლის, 10 ივლისს, ამ ფორმატში გაიმართა პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიგათა საბჭოს წარმომადგენლების გარდა, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო წარმომადგენლები. შეხვედრას უძღვებოდა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეუწყნარებლობით მოტივირებულ ძალადობაზე არაეფექტური რეაგირების პრობლემას, რასაც რელიგიათა საბჭოს მოსაზრებით, სისტემური ხასიათი აქვს სეძენილი, თუმცა ამ შეფასებას არ დაეთანხმა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი.

 

ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის წარომადგენლებმა, საუბარი ასევე შეეხო პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებს.

 

საბჭოს წევრებმა პარლამენტარებთან ერთად განიხილეს კანონმდებლობაში არსებული საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, მათ შორის, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში არსებული უთანასწორო მიდგომები.

 

შეხვედრაზე ასევე დაისვა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების პროექტში შეტანილი რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული ფორმულირების საკითხი. საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლების მოსაზრებით, ეს ცვლილება შესაძლოა რელიგიის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის გაუმართლებელ რისკებს შეიცავდეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება საბჭოს წევრებსა და პარლამენტს შორის.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group