GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კონსტიტუციის პროექტის განსახილველად

2017 წლის, 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი რელიგიის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში გათვალისწინებულ ცვლილებებზე მსჯელობა იყო. რელიგიათა საბჭოს წევრებს კონსტიტუციის პროექტში რელიგიის თავისუფლების საკითხის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებზე თავიანთი შეხედულებები მოახსენეს კონსტიტუციის პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და კომისიის წევრმა, ვახუშტი მენაბდემ, სახალხო დამცველის წარმოადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა მიხეილ შარაშიძემ, სახალხო დამცველი ოფისის წარმომადგენელმა, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თათული თოდუამ, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმოადგენელი, თამთა მიქელაძემ, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, შოთა თუთბერიძემ. შეხვედრის ბოლოს რელიგიათა საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას განცხადების სახით ჩამოაყალიბებენ.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group