GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კლოჩე სარე სალეს მილოცვა

საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდურ თემს საქართველოში კლოჩე სარე სალეს - განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის დღესასწაულს ულოცავს და მხნეობასა და კეთილდღეობას უსურვებს.


ამ დღესასწაულს ეზიდები ორი დღის მანძილზე სხვადასხვა ტრადიციული საოჯახო და სახალხო რიტუალებით აღნიშნავენ. პირველ დღეს, მიცვალებულთა მოსახსენიებლად, ეზიდები მეზობლებსა და ახლობლებს ქადებით უმასპინძლდებიან. ტრადიციულად, იმავე საღამოს ოჯახის დიასახლისი საახალწლო ნამცხვარს, კლოჩს , აცხობს, რომელშიც მძივის ერთი ბურთულაა დამალული. მეორე დილას ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის. თუკი რომელიმე წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერში აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის წმინდანი იქნება იმ წელს ოჯახის მფარველი, ხოლო თუ ოჯახის წევრთა სახელზე განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ ოჯახის ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.

 


კლოჩის დაჭრის ტრადიცია დასაბამს ამგვარი გადმოცემიდან იღებს – როდესაც ლალიშში (ეზიდთა რელიგიური ცენტრი, ერაყის ქურთისტანი) წმინდა შეიხები შეიკრიბებნენ, კლოჩში მძივის ბურთულას ჩააგდეს და ის, ვისაც მძივის ბურთულა შეხვდა, მთავარი შეიხი გახდა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group