GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა „რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“

2016 წლის 29 ივლისს, ბათუმში ჩატარდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.


2008 წელს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით, მოამზადა და გამოსცა წიგნები „რელიგიები საქართველოში“ და „ეთნოსები საქართველოში“. პუბლიკაციებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა.  ვიქტორინა სწორედ ამ წიგნებში ასახულ მასალებს ეფუძნება და მათ პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. უკვე ტრადიციად ქცეული ვიქტორინის მიზანია სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ტოლერანტული გარემოს შექმნის ხელშეწყობა.


ვიქტორინა წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა და ერთმანეთს 5 გუნდი შეეჯიბრა: „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის და ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბები, ასევე ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი. თითოეული გუნდი 6 ძირითადი და 2 სათადარიგო მოსწავლისგან შედგებოდა.


კონკურსის დაწყებამდე, ვიქტორინის მონაწილეებს ვიქტორინის ჟიურის თავჯდომარე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიესალმა და სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ ამდენ მოსწავლეს ეძლევა საშუალება გაიღრმაოს ცოდნა ჩვენი ქვეყნის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ და გახდეს ამ მრავალფეროვნების დამფასებელი. ჟიურის წევრები იყვნენ სახალხო დამცველის მოადგილეები ნათია კაციტაძე და ეკატერინე სხილაძე. კონკურსს უძღვებოდა ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი.


სამტურიანი დაძაბული ასპარეზობის შედეგად წლევანდელ წელს „საქართველოს გაეროს ასოციაციის“ ქუთაისის ახალგაზრდულმა კლუბმა გაიმარჯვა. მათ ჯილდოდ პლანშეტები და სიგელები გადაეცათ. სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდა ვიქტორინის ყველა მონაწილე.


ღონისძიება ჩატარდა აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 25 ივნისი

რამაზან ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group