GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში

2016 წლის, 10 ივნისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი შეხვდა, სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს.

 

შეხვედრის მიზანი იყო საბჭოს წევრები გაცნობოდნენ ინფორმაციას პენიტენციურ სისტემაში სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ, კერძოდ, როგორ ხორციელდება ადამიანის უფლებების დაცვა პენიტენციალურ სისტემაში, ეროვნული და რელიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობა, რომელიც ჯანდაცვის, მასალების  მათთვის გასაგებ ენაზე თარგმნისა და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

 

შეხვედრაზე საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ხომ არ არის დაფიქსირებული ეროვნული ან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები ადმინისტრაციის ან პატიმრების მხრიდან; პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებულ და შეწყალებულ პატიმართა შორის თუ არიან ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები;  რა პირობებია შექმნილი ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმოამდგენლების რელიგიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად; კვების ორგანიზების დროს თუ ხდება ეთნიკური და რელიგიური სპეციფიკის გათვალისწინება.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და მინისტრმა, კახა კახისვილმა ხაზი გაუსვეს ამგვარი შეხვედრების პოზიტიურ მნიშვნელობას და შეთანხმდნენ,რომ ინფორმაციის გაცვლას რეგულარული ხასიათი მიეცემა..

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group