GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა

2016 წლის 13 აპრილს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს ეუთოს უმაღლესი კომისარი ასტრიდ ტორსი შეხვდა. შეხვედრას უმაღლესი კომისრის მრჩევლები მარკ ფუმაგალი და ლაურენტიუ ხადირკა ესწრებოდენენ.

 

უმაღლესი კომისარი დაინტერესდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის და 2015–2020 წლების სამოქმედო გეგმის და სახელმწიფო ენის შესახებ კანონის იმპლემენტაციის საკითხებით; აღნიშნული დოკუმენტების შესრულების პროცესში გასათვალისწინებელი ხარვეზებითა და მიღწევებით; სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს  რეკომენდაციებით მთავრობისადმი სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხის თაობაზე.

 

სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებმა კობა ჩოფლიანმა და იზაბელა ოსიპოვამ და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა მამული ნეშუმაშვილმა, ვან ბაიბურთმა, ისლამ ალიევმა, არნოლდ სტეფანიანმა, ზაურ ხალილოვმა, ნაირა ბეპიევმა, ზაურ გუმაშვილმა და ვალენტინა მარჯანიშვილმა ისაუბრეს უმცირესობათა წინაშე  მდგარ პრობლემებზე; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, ასევე ეთნიკური უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის საკითხს და პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებს.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group