GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

კეთილი სამარიტელები სოფელ მარკოვოდან

17 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა სახელმწოდებით „კეთილი სამარიტელები სოფელ მარკოვოდან“ პოლონეთის ამ სოფელში მცხოვრები კათოლიკე მორწმუნეები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ თავიანთი თანასოფლელი ებრაელების დახმარების ღვაწლით. ღონისძიება დაემთხვა პოლონეთის სოფელ მარკოვოში მემორიალური მუზეუმის გახსნას იმ ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გასწირეს ებრაელების დასახმარებალდ.

 

ღონისძიებაზე თავისი ღვაწლით განსაკუთრებით გამორჩეული ულმების ოჯახის ისტორიის შესახებ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქართულ-ებრაული ცენტრის ხელმძღვანელმა, გურამ ლორთქიფანიძემ.

 

ღონისძიება საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს, საერთაშორისო ფონდ „ლეასა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group