 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|
საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდურ თემს კლოჩე სარე სალის დადგომას ულოცავს საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდ თანამოქალაქეებს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობიან, უხვ და ბედნიერ წელიწადს უსურვებს. ეზიდებისათვის ეს დღე განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.
ტრადიციულად ამ დღისათვის საახალწლო ნამცხვარი კლოჩი ცხვება, რომელშიც ერთი მძივის ბურთულაა დამალული. ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის.რომელი წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერშიც აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის წმინდანი ხდება წლის ოჯახის მფარველი, ხოლო თუ ბურთულას ოჯახის წევრთა სახელზე განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ ოჯახის ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.
კლოჩის დაჭრის ტრადიცია დასაბამს ძველი გადმოცემიდან იღებს: როდესაც ლალიშში (ეზიდთა რელიგიური ცენტრი, ერაყის ქურთისტანი) წმინდა შეიხები შეიკრიბებნენ, კლოჩში მძივის ბურთულას ჩააგდეს და ის, ვისაც მძივის ბურთულა შეხვდა, მთავარი შეიხი გახდა.
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ეზიდური,
11 ივნისი
ტავაფა ეზიდი
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|