GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მოხსენება საქართველოს შესახებ - ამონარიდები

სიძულვილის ენა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა მიმართ, ასევე ლგბტ პირების წინააღმდეგ, კვლავ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა საქართველოში. ამ ჯგუფებზე ფიზიკური თავდასხმები შემაშფოთებელი სიხშირით ხდება. მუსლიმთა და იეღოვას მოწმეების რელიგიის თვისუფლება არაერთხელ შეიბღალა ადგილობრივთა ძალადობრივი პროტესტით. ასევე ქართულ საზოგადოებაში არის ზოგადად ჰომო და ტრანსფობიური კლიმატი, ლგბტ ჯგუფებს ხშირად დასხმიან თავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საერთაშორისო დღეს გამართული საჯარო ღონისძიება. საქართველოს ხელისუფლების პასუხები ამ ინციდენტებზე არ შეიძლება ჩაითვალოს ადეკვატურად. ხელისუფლების ორგანოები ყოველთვის საკმარისად არ იძიებენ და სამართლებრივად არ დევნიან სიძულვილით ჩადენილ დანაშაულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებათა შესახებ ძალიან იშვიათად გამოიყენება და ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ იგი გამოეყენებიათ სექსუალურ ორიენტაციასა ან გენდერულ იდენტობასთან მიმართებით. რელიგიური შეუწყნარელობლობის საფუძველზე განხორციელებული თავდასხმების არაერთ შემთხვევაში, ხელისუფლების ორგანოებმა არ გამოიყენეს კანონი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად. ამის ნაცვლად, ზოგიერთ შემთხვევაში, ისინი შეეცადნენ აემოქმედებინათ ადგილობრივი მედიაციის მექანიზმები, მოუწოდებდნენ დომინანტურ ქართულ მართლმადიდებულ ეკლესიას, მოლაპარაკებოდნენ ადგილობრივ მუსლიმ თემს ისლამოფობიური თავდასხმების შემდეგ. ამის მსგავსად, მოძალადე პროტესტანტებისაგან არ დაიცვეს ლგბტ ორგანიზაციების უფლება, მოაწყონ მშვიდობიანი საჯარო ღონისძიებები; მხოლოდ იმით შემოიფარგლენ, რომ უზრუნველყვეს ლგბტ პირებისა და მათ მხარდამჭერთა უსაფრთხო ადგილას გაყვანა. ინტეგრაციის კუთხით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და მასთან დაკავშირებული 2009-2014 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები თავდაპირველად კარგად დაიწყო, თუმცა, აკლდა მასშტაბი იმისათვის, რომ ხელშესახები შედეგებისთვის მიეღწია. ამის მაგალითია აქტივობები უმცირესობათა განათლების ხარისხის გაუმჯობესების სფეროში, უმცირესობათა წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება სოციალურ მომსახურებათა ხელმისაწვდომობის შესახებ და სოციალურ-ეკონომიკური გარიყულობის შემცირება. გარდა ამისა, ჯერ კიდევ არ არის მიღებული უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა მესხების რეპატრიაციისა და ინტეგრაციის განსახორციელებლად. ასევე არ არსებობს ინტეგრაციის სტრატეგია ლტოლვილებისა და იმ პირებისათვის, რომლებიც დახმარებას იღებენ. ხელისუფლების ორგანოებს არ მიუღიათ ადეკვატური ზომები ქვეყანაში რელიგიურ შეუწყნარებლობასთან გასამკლავებლად. ახლად შექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს არ აქვს ცხადი მანდატი რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად და მათი რელიგიური პოლიტიკის შემუშავების სტრატეგია, საუკეთესო შემთხვევაში, ძალიან ორაზროვანი და ბუნდოვანია.

 

რეკომენდაციები შუალედური შემოწმებისთვის


ორი კონკრეტული რეკომენდაცია, რომელთა განხორციელებასაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ECRI პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს, ასეთია:

 

• ECRI-ის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას საგანგებო დანაყოფი პოლიციაში, რომელიც იმუშავებს კონკრეტულად რასისტული და ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილით ჩადენილ დანაშაულზე. ამ დანაყოფის შექმნისას ხელისუფლებამ კომპეტენტური საექსპერტო რჩევისათვის უნდა მიმართოს სახალხო დამცველს, ასევე, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

• ECRI-ის რეკომენდაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაზარდოს თავისი მხარდაჭერა რელიგიათა საბჭოს მიმართ, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ეგიდით საქმიანობს. კერძოდ, დაავალოს ახალშექმნილ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, რომ ითანამშრომლოს რელიგიათა საბჭოსთან და გამოიყენოს მისი გამოცდილება და რეკომენდაციები რელიგიური შეუწყნარებლობის პრობლემის მოსაგვარებლად.

 

ამ ორი რეკომენდაციისთვის შუალედურ შემოწმებას ECRI განახორციელებს ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ორი წლის შემდეგ.

 

ECRI-ს მონიტორინგის მეხუთე ციკლი მიღებულია 2015 წლის 8 დეკემბერს, გამოქვეყნდა 2016 წლის 1 მარტს:

 

მოხსენების სრული ტექტსი იხ: http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group