GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2016 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა მშობლიური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები.


მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მცირე ეთნოსების მშობლიური ენის დაცვასა და შენარჩუნების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.


სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და კოორდინატორმა ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების მდგომარეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.


შეხვედრის ბოლოს საქართველოს სახალხო დამცველმა მშობლიური ენის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა საბჭოს წევრები: სიმონ (მამული) ნეშუმაშვილი, ნაირა ბეპიევი, მექა ხანგოშვილი, რეგინა იაკობიძე და ქერიმ ანყოსი.


21 თებერვალი - მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა  ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

 

საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის დაცვის საკითხს და არაერთი რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოში სასკოლო განათლების ფარგლებში მცირერიცხოვანი ენების სწავლების შემოღების თაობაზე.


სახალხო დამცველის დადებითად აფასებს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური (ოსური, ასურული, უდიური, ქურთული, ავარული) ენების სწავლების შესახებ.


ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA). შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი ორგანიზაცია „საქართველოს რუს ახალგაზრდთა კავშირის“ ინიციატივით გაიმართა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group