GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა საქართველოში

2016 წლის 24 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა პროექტის შედეგებისა და დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია, რომლიც საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას ასახავდა.

 

„რელიგიურ უმცირესობათა მემკვიდრეობის შენარჩუნების“ პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლა ებრაული, მუსლიმური, კათოლიკე და სომეხთა კულტურული მემმკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სინაგოგების, მეჩეთების, სომეხთა და კათოლიკე ეკლესიების (სულ 17 ღვთისმსახურების ადგილის) დოკუმენტირება, ფოტო და ვიდეო-მასალის გადაღება.

 

პროექტის ფარგლებში ჩატარებული ადვოკატირების შედეგად, სოფელ ფლატესა და ადიგენში მდებარე მეჩეთებს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

 

კვლევის შედეგების გაანალიზების შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

 

  • უზრუნველყონ რელიგიურ უმცირესობათა კულტრული მემკვიდრეობის დაცვა და შესაბამისი ღირებულბის მქონე ძეგლებს მიანიჭონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი;
  • გადასცენ რელიგიურ კონფესიებს საკულტო ნაგებობები, რათა ეფექტიანად იყოს უზრუნველყოფილი მათი დაცვა და მოვლა-პატრონობა
  • დროულად მიიღონ კანონი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოთა მმართველობის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციას.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას, რათა თანასწორობის პრინციპის დაცვით, გამოიძიონ და პასუხისმგებლობაში მისცენ სამართალდამრღვევი პირები, რომელთაც რელიგიური შეუწყნარებლობის ან სხვა მოტივით მოახდინეს რელიგიურ უმცირესობათა კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა.

 

პრეზენტაციაზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში ასახული იყო სამცხე-ჯავახეთში არსებული მეჩეთების, თბილისის სომხური ეკლესიების სავალალო მდგომარეობა, ქუთაისისა და ბათუმის კათოლიკე ეკლესიები, რომელიც ამჟამად მართლმადიდებლური ეკლესიის მიერაა მითვისებული, ონისა და ბათუმის სინაგოგები.

 

ფილმში ასევე მოყოლილი იყო ერთი მართლმადიდებელი ქალის ისტორირია, თუ  როგორ აუკრძალეს, არაფორმალური გაფრთხილების გზით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მას მიტოვებულ მეჩეთს მოვლა-დასუფთავება, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სიუჟეტი გავრცელდა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group