GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა საგნის „მე და საზოგადოება“ სტანდარტის განსახილველად

2016 წლის 19 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრები სახალხო დამცველის აპარატში შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი საგნის „მე და საზოგადოება“ სასწავლო გეგმის შესახებ. საგანი III-IV კლასელთათვისაა დაგეგმილი და მიზნად ისახავს მოსწავლეებს დაეხმაროს თვითგამოხატვის, სოციალიზაციის და გარემოზე რეფლექსიის უნარების განვითარებაში.

 

შეხვედრაზე საბჭომ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია და რეკომენდაციები ამ საგნის ფარგლებში რელიგიური თემატიკის სწავლების, საგნის მასწავლებელთა შერჩევის პრინციპის და ასევე, ზოგადად სკოლებში ტოლერანტობის კულტურის ამაღლების თაობაზე.

 

საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება წერილობით მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რათა უახლოეს მომავალში მოხდეს მათი შეხვედრა და მსჯელობა საბჭოს პოზიციებზე.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group