GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საგნის „მე და საზოგადოება“ სასწავლო გეგმის შესახებ

ბოლო პერიოდში მრავალი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულმა ახალმა საგანმა, „მე და საზოგადოება“, რომელიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, III-IV კლასებში უნდა ისწავლებოდეს.

 

ამ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტის მიერ, მხოლოდ ამ საგნის სასწავლო გეგმის (სტანდარტისა და წლიური პროგრამის) სამუშაო ვერსიაა მომზადებული.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ საგნის სწავლების მიზნები: მოსწავლეს ჩამოუყალიბოს პასუხისმგებლობა და მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სრულად შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებას.

 

სახალხო დამცველი პოზიტიურად განიხილავს სასწავლო გეგმის შინაარს, რომლის მიხედვითაც, ამ საგანმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების გამომუშავებას, აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ჰუმანური ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნებისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საგანი „მე და საზოგადოება“ უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლს, რომელიც ამბობს, რომ განათლებამ ,,ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფების ურთიერთგაგებას, მშვიდობას და მეგობრობას” და ასევე ბავშვის უფლებათა დეკლარაციის 29-ე მუხლს, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ბავშვი უნდა მომზადდეს „თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისათვის, გაგების, მშვიდობის, ტოლერანტობის, მამაკაცებისა და ქალების თანასწორობის, ყველა ხალხს, ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ ჯგუფებს შორის, აგრეთვე მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელთა შორის მეგობრობის სულისკვეთებით“.

 

საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციას უწევს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ამ საგნის მეშვეობით, არა მხოლოდ გაამყაროს შემწყნარებლობის ტრადიცია, რომელიც უცხოს, განსხვავებულის ატანას გულისხმობს, არამედ კიდევ უფრო გააძლიეროს ტოლერანტობის კულტურის განვითარება და ამაღლება სკოლებში და ეს აქტივობები ტოლერანტობის პრინციპთა „იუნესკოს“ დეკლარაციას (1995 წლის 16 ნოემბერი) დააყრდნოს, რომლის მიხედვითაც, „ტოლერანტობა მსოფლიოს კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა თავისუფლებაა მრავალფეროვნებაში, ეს მარტო მორალური ვალი კი არა, პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნაცაა, რომელიც ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას განაპირობებს“.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group