GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეკუმენური ლოცვა კათოლიკე ეკლესიაში

2016 წლის 22 იანვარს, ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის კათოლიკე საკათედრო ტაძარში ეკუმენური მსახურება გაიმართა, რომელშიც კათოლიკე ეკლესიასთან ერთად, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი, ლუთერული და ევენგელურ-ბაპტისტური ეკლესიები მონაწილეობდნენ.

 

წლევანდელი მსახურების მთავარი მოწოდება პეტრე მოციქულის სიტყვები იყო: „მოწოდებულნი ვართ, რათა ვაუწყოთ ღვთის საოცარი საქმენი". მსახურების ბოლოს ოთხივე ეკლესიის ეპისკოპოსებმა, სასულიერო პირებმა და მრევლის წევრებმა საანთლები აანთეს და მარილი დააგემოვნეს. ეს რიტუალი ქრისტეს, როგორც ქვეყნის ნათლის და ადამიანის, როგორც ამ ქვეყნის მარილის სიმბოლოების შეხსენებას ემსახურებოდა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group