GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 18 იანვარს,  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის მოადგილესთან, პაატა ბელთაძესთან.

 

შეხვედრის პირველ ნაწილში საბჭომ, სახალხო დამცველის მოადგილესთან ერთად, განიხილა საბჭოს მუშაობის სამომავლო გეგმები, ხოლო შემდეგ საბჭოს წევრებმა საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიეს „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ შესრულების  მონიტორინგის ჯგუფის წევრები.

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ყოველწლიურად ატარებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის შესრულების მონიტორინგს, გეგმის შესრულებისას არსებული ხარვეზებისა და მიღწევების გამოვლენის მიზნით.

 

მონიტორინგის საფუძველზე საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს და შემდეგ მუშაობს ამ რეკომენდაციების ადვოკატირებაზე, რაც ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი აქტივობებია.

 

დღევანდელ შეხვედრაზე ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ მონიტორინგის ჯგუფის წევრები ოთხი  მიმართულებით აირჩია: კანონის უზენაესობა; სახელმწიფო ენა და განათლება; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. თითოეული ამ მიმართულებით საბჭოს 2-2 წევრი, დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად იმუშავებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 25 ივნისი

რამაზან ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group