GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის საშობაო მილოცვა სომეხთა სამოციქულო ეკლესიისადმი

6 იანვარს სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობისა და ნათლისღების დღესასწაულებს აღნიშნავს. საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს სომეხ ხალხს ამ დიდ დღესასწაულებს და მათ ოჯახებს მშვიდობას, კეთილდღეობას და ჯანმრთელობას უსურვებს.

 

სომეხთა და ქართველთა შორის საუკუნეების მანძილზე არსებული კეთილმეზობლური დამოკიდებულება სამაგალითოა და ამ ძვირფას მონაპოვარს მომავალი თაობებიც უნდა უფრთხილდებოდნენ. ისტორიული განვითარების გზაზე  ჩვენი ერები და ეკლესიები ხშირად  მდგარან ერთნაირი გამოწვევების წინაშე, თუმცა მაინც მოახერხეს დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. დღეს ჩვენი მთავარი გამოწვევა თანასწორი უფლებების სრული რეალიზებაა. ვუსურვებ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს სამართლიან, ტოლერანტულ, თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებასა და განვითარებას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group