GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2015 წლის 19-21 მარტს,  კახეთში, ლოპოტას ტბაზე ტარდება სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა „რელიგიური გაერთიანებების უფლებები საქართველოში“. რელიგიათა საბჭო მსჯელობს განათლების, ქონების რესტიტუციის, კულტურული ძეგლების შენარჩუნების, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის, რელიგიებთან მიმართებაში სახელმწიფო პოლიტიკის, რელიგიური ნიშნით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების, საგადასახადო შეღავათების, მედიის საკითხებზე. საბჭო  განათლების, კულტურის, სამართლისა და მედიის სფეროს ექსპერტებთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით, იმუშავებს რეკომენდაციებს სახელმწიფოს მიმართ.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებიან საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, მუსლიმთა კავშირის, ხსნის არმიის, ბაჰაის საზოგადოების, ევანგელურ-პროტესტანტული, კათოლიკე, სომეხთა სამოციქულო, ევანგელურ-ბაპტისური, ევანგელურ-ლუთერული, სახარებისეული რწმენის, ევანგელისტური, სომხური კათოლიკე ეკლესიების, „ქრისტეს ეკლესიის“, „დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის“, ევანგელური ეკლესიის „ურყევი საფუძვლის“,  ევანგელური ეკლესიის „სიცოცხლის სიტყვის“  წარმომადგენლები; სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის და  სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები.

 

საბჭოს მუშაობისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესს განათლებისა და კულტურის დარგში ფასილიტაციას უწევენ ექსპერტები განათლების საკითხებში სოფო ზვიადაძე, სამართლის საკითხებში თამთა მიქელაძე და გიორგი მშვენიერაძე, მედიის საკითხებში თამარ კინწურაშვილი და ზვიად ქორიძე.

 

ღონისძიება ტარდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის  (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” (ANI) მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული  ტოლერანტობის ცენტრი .

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group