GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სამოქალაქო აქტიურობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თეატრალური ფესტივალი

2011 წლის 15 და 16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ თეატრალური ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები შემდეგი ნაწარმოებების მიხედვით: • ჯეკ ლონდონი ,, გზების გასაყართან“ – შაუმიანში მცხოვრები სომეხი და თემში ჩასახლებული ლიახვის ხეობიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით. • ოსკარ უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა“ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და მიმდებარე თემში (ჭოეთში) მცხოვრები ბოშა მოზარდების მონაწილეობით. • ო. ჰენრი „უკანასკნელი ფოთოლი“– დაბა ნასაკირალში მცხოვრები აჭარიდან ეკომიგრანტებისა და რეპატრირებული მესხი მოზარდების მონაწილეობით. • გოდერძი ჩოხელი ,,ცასწავალა“ – ბავშვთა დღის ცენტრის ,,აისი“, თბილისის N55 საჯარო სკოლის მოზარდებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. • იაკობ გოგებაშვილი ,,კეთილი ქვრივი“ – წყნეთის ბავშვთა სახლისა და N137 საჯარო სკოლის მოზარდების მონაწილეობით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების დამეგობრებას და დამეგობრებული მოზარდების ჩაბმას საზოგადოებრივ საქმიანობაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი სხვა თეატრალური ფესტივალისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ არ ხდება თეატრალური ნიჭის მქონე მოზარდების გამოაშკარავება, აქ მთავარი თავად პროცესია, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური ფენისა და შესაძლებლობების მქონე მოზარდების თანამშრომლობა და ჯგუფური მიღწევების გაზიარება. სპექტაკლებზე მუშაობის დაწყებამდე, სხვადასხვა თემებში, პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბებული „კითხვის კლუბებში“, მოზარდებს მიეცათ დავალება მოეძიათ ისეთი მოთხრობები და პიესები რომელიც სახარების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო პრინციპს ,,მოექეცი მოყვასს ისე, როგორც შენ გინდა, რომ მოგექცნენ” პასუხობს. ამით, პროგრამის ორგანიზატორები მოზარდებში კითხვის კულტურისა და ტოლარანტული ღირებულებების განვითარებას უწყობდნენ ხელს. შერჩეული საუკეთესო მოთხრობების მიხედვით, მოწვეულმა ახალგაზრდა რეჟისორებმა მოზარდებთან ერთად არაერთი საინტერესო წარმოდგენა დადგეს. 15 და 16 ნოემბერს წარმოდგენილი 5 სპექტაკლის გარდა, ფესტივალის პირველ ეტაპზე თერთმეტმა სკოლამ (თბილისის N60 საჯარო სკოლა და N203 საჯარო სკოლა, სენაკის N1 საჯარო სკოლა და შშმ ბავშვთა სკოლა-პანსიონი, შუა ხორგის საჯარო სკოლა და თემში მცხოვრები ეკომიგრანტები, ქვედა მაზანდარის საჯარო სკოლა და წალენჯიხის ბავშვთა სახლი, რუსთავის N18 საჯარო სკოლა და ამავე სკოლის აზერბაიჯანული სექტორი, მაღროსკარის საჯარო სკოლისა და ჩარგლის საჯარო სკოლები, თბილისის N77 საჯარო სკოლა და N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა სკოლა, თბილისის N94 საჯარო სკოლა და ბავშვთა სახლი ,,სათნოება”, თბილისის N137 საჯარო სკოლა და წყნეთის ბავშვთა სახლი, თბილისის N84 საჯარო სკოლა და ბავშვთა სახლი ,,მომავლის სახლი”, რუსთავის N11 საჯარო სკოლა და თემში მცხოვრები ბოშა მოზარდები), ადგილობრივ დონეზე წარმოადგინა სპექტაკლები. ისინი შერჩეული ჟიური კრიტერიუმის თითოეული პუნქტის მიხედვით შეფასდა შესაბამისი ქულებით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group