GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით

დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. საია ყველა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ულოცავს ამ თარიღს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული. ძირითად უფლებათა დაცვის კონსტიტუციური გარანტიების მიუხედავად, განსხვავებული იდენტობის მქონე ჯგუფები, განსაკუთრებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე, ადამიანები საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების გამო, კვლავაც რჩებიან ფართო საზოგადოებისაგან გაუცხოებულნი. უმრავლესობაში კვლავაც ცოცხლობს სტრეოტიპები განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენლებთან დაკავშირებით, რაც გამოხიატება პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის სიძულვილის ენის შემცველ საჯარო განცხადებებში. ზოგიერთი მედია საშუალება კვალავაც განაგრძობს განსხვავებული ჯგუფების მიმართ სტერეოტიპების წახალისებას, ან, უბრალოდ, სიძულვილის ენის გამტარის ფუნქციას ასრულებს. გაეროს #51/95 რეზოლუციის შესაბამისად, ტოლერანტობა სამოქალაქო საზოგადოების საიმედო დასაყრდენია. საიას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის, ასევე ლგბტ თემის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით, ყოველთვის შეჰქონდა თავისი წვლილი განსხვავებული ჯგუფების წარმომადგენელთა ძირითადი უფლებების დაცვის საქმეში და ამ გზით ტოლერანტული გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობაში. საია მომავალშიც გეგმავს თანსწორობის უზრუნველყოფის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group