GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის მილოცვა რუსუდან გოცირიძეს

საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი ულოცავს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს, 2014 წლის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის “სიმამაცისთვის ქალთა საერთაშორისო ჯილდოს” მოპოვებას.

 

ყოველწლიურად ეს ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც განსაკუთრებული გამბედაობა, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინეს  ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში. წელს აშშ-ის საელჩოებმა მსოფლიოს მასშტაბით დაასახელეს ის ქალები, ვინც მუშაობდნენ საკუთარი საზოგადოების გაუმჯობესებისთვის, იბრძოდნენ დისკრიმინაციის ან დაპირისპირების აღმოსაფხვრელად, ცდილობდნენ კონფლიქტების მოგვარებას.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაჯილდოვების ცერემონიას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჰიგინბოტომთან და გამარჯვებულებთან ერთად, განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით დაესწრო და ჯილდოები გადასცა ამერიკის პირველმ ლედიმ, მიშელ ობამამ. 2007 წელს, ჯილდოს დაწესების დღიდან, სახელმწიფო დეპარტამენტმა დააჯილდოვა 49 ქვეყნის წარმომადგენელი 76 ქალი. რუსუდან გოცირიძე პირველი ქალია საქართველოდან, ვინც ეს საპატიო ჯილდო დაიმსახურა.

 

რუსუდან გოცირიძის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე  ნათქვამია, რომ „საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე გაბედულად იღწვის გენდერული თანასწორობისა და ყველა უმცირესობის უფლების თანაბარი დაცვისათვის საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს უმცირესობას უმცირესობაში. იგი არის ქალი, რომელიც მოღვაწეობს რელიგიურ სფეროში, სადაც უმრავლესობას მამაკაცები წარმოადგენენ და ამავდროულად მიეკუთვნება  რელიგიურ უმცირესობას საზოგადოებაში, სადაც დომინანტური მხოლო ერთი აღმსარებლობაა.  როგორც ეკლესიის ერთ-ერთი ლიდერი და როგორც ქალი, ის თამაშობს უნიკალურ და პატივსაცემ როლს, რითაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ქალის ადგილის აღქმის ცვლილებას. იგი მუდმივად იბრძვის გენდერული თანასწორობისათვის, ცდილობს დაიცვას გენდერული ძალადობის მსხვერპლი, ხელი შეუწყოს ქალთა ინიციატივებს. თავის ეკლესიასთან ერთად, ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ გადადგა მრავალი ნაბიჯი საქართველოში ტოლერანტობისა და თანასწორობის ღირებულებების გასავრცელებლად; ამ ინიციატივებიდან ერთ-ერთი ყევლაზე ღირსშესანიშნავი ინტერრელიგიური დიალოგის დაფუძნებაა, რამაც წარმატებით შეუწყო ხელი რელიგიის თავისუფლების დაცვას საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მუსლიმთა რელიგიური მრწამსის გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა. რუსუდან გოცირიძე იყო ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი, ვინც ღიად ისაუბრა ლგბტ ადამიანების უფლებებზე საქართველოში.“

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group