GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტრენინგები ეთნიკური საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფისათვის

2013 წლის 17-19 ივნისს, სასტუმრო ამბასადორში (კაჭრეთი) გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ახალგაზრდული ჯგუფის ტრენინგი. ტრენინგში მონაწილეობდენენ ეთნიკური უმცირესობების  წარმომადგენელი სტუდენტები, უმეტესობა მათგანი ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში 4+1 სისტემის მეშვეობით ჩააბარა.

 

შეხვედრის პირველ დღეს ახალგაზრდები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობის არსი და ინტეგრაციის მნიშვნელობა. ტრენინგების ამ ნაწილს უძღვებოდნენ ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები ბექა მინდიაშვილი და კობა ჩოფლიანი. ტრენინგის მეორე ნაწილი, რომელსაც წარმართავდა იურისტი გიორგი მშვენიერაძე, ადამიანის უფლებათა ზოგად მიმოხილვას, ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმებს, უმცირესობების უფლებებს და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს შეეხებოდა. ტრენინგების მესამე ნაწილი ეძღვნებოდა სტერეოტიპებისა და ცრუგანსჯების, ასევე კულტურათშორის ურთიერთობების თემას. ამ თემებზე სტუდენტებს ესაუბრნენ სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია და ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის ინტეგრაციის გაძლიერება (ANI) მხარდაჭერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group