GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია ემიჯნება და გმობს ყოველგვარი ძალადობის გამოვლინებას. საქათველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სინდისის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება. ეს ღირებულებები კი დემოკრატიის უმთავრესი ფუნდამენტია.


ხელისუფლება უნდა იცავდეს ამ მთავარ ფუნდამენტურ უფლებებს. არავისა აქვს უფლება ადამიანს შეუზღუდოს ეს უფლება, გარდა სასამართლოს მიერ გამოტანილი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევისა.

ის რაც17 მაისს თბილისში ხდებოდა არის კრიმინალი. ანარქია და კონსტიტუციის და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა. ის რაც ხდებოდა ასევე ღმერთის სიტყვის იგნორირება და სრული უპატივცემლობაა და სამწუხაროა, რომ იყვნენ ჩართულები ამ ძალადობრივ აქციაში სასულიერო პირები იყვნენ ჩართულები.


ამ ძალადობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მინიმუმ ვერ უზრუნველყო ძალადობის არ დაშვება.
 პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, რადგან ის იყო მომწოდებელი და ორგანიზატორი იმ აქციისა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა. სასულიერო პირებმა კორდონი კი არ გააკეთეს, როგორც ამას აანონსებდენენ და გვპირდებოდნენ, მათ გაარღვიეს კორდონი და დაიწყეს ძალადობა.


არ კმარა მხოლოდ განცხადების გაკეთება, რომ საპატრიარქო ემიჯნება ძალადობას ემიჯნება. თუ საპატრიარქო ემიჯნება ძალადობას, მან უნდა დასაჯოს მოძალადე სასულიერო პირები.
თუ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, რასაც აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია, მაშინ უნდა ვისწავლოთ შეგუება. შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი გზებით.  არ მოგწონს? ნუ მიხვალ. ასწავლე შენს თავს და შენს მრევლს. მაგრამ დაუშალო სხვას გამოხატვა ეს კანონ დარღვევაა.


თუ ასე ცხოვრება გინდათ მიმართეთ საქართველოს პარლამენტს, შექმენით საკონსტიტუციო კომისია, შეცვალეთ კონსტიტუცია და საქრთველო გამოაცხადეთ ფუნდამენტალისტურ თეოკრატიულ სახემწიფოდ. ეკლესიის პირველი პირი კი ქვეყნის პილიტიკურ ლიდერად. შექმენით სასულიერო პოლიცია, სასულიერო სასამართლო "ინკვიზიცია". დაწვით ერეტიკოსები კოცონზე. ამ შემთხვევაში თქვენი მოქმედებები კანონის ფარგლებში ჩაჯდება და იცხოვრეთ "გაბრწყინებულ" ქვეყანაში. მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით დაირღვა კანონი და დამნაშავეები უნდა დაისაჯნონ.


ეკლესიებმა მორალური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ ამ უმსგავსობაზე! არ ვემხრობით და არ ვიზიარებთ ჰომოსექსუალურ კავშირებს, მაგრამ უფალს ჩვენთვის ქვების სროლა არ დაუვალებია. არა ყოველგვარ ძალადობას!

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group