GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

ძალიან სამწუხარო და დამაფიქრებელია ის, რაც 17 მაისს თბილისის ქუჩებში მოხდა.  ვგმობთ იმ სასულიერო პირების ქცევას, რომელიც ხელს უწყობდა ძალადობის უფრო მეტად წაქეზებას. საქათველოს კონსტიტუციით უზრუნველყოფილია სინდისის, რწმენის და გამოხატვის თავისუფლება. ეს ღირებულებები კი დემოკრატიის უმთავრესი ფუნდამენტია.

 

 არავის უნდა ჰქონდეს იმისი განცდა, რომ კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა დგას. საქართველო უნდა იყოს მაქსიმალური სეკულარული სახელმწიფო, სადაც პიროვნების, ინდივიდის უფლებები და თავისუფლებები უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე რელიგიური შეხედულებები.

 

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ემიჯნება და გმობს ყოველგვარი ძალადობის გამოვლინებას. 17 მაისის მოვლენა გვაძლევს საბაბს ვთქვათ, ეს არის გარძელება წინწყაროსა და ნიგვზიანის ძალადობრივი მოვლებების გარძელება, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართული მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. სამწუხაროდ, ჯერ კიდე არ დასჯილა ამ ძალადობის ჩამდენი არცერთი პირი და სოფელ წინწყაროში დღემდე რჩება ქართველი მუსლიმების საფლავზე აღმართული ჯვარი. ვფიქრობთ ასეთი დაუსჯელობის განცდა დაედო საფუძვლად 17 მაისის აქციაზე განხორციელებულ ძალადობასაც.

 

იმედს ვიტოვებთ, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის განცხადებებები მიმართული იქნება აღნიშნული ძალადობის წინააღდეგ სამართლებრივი შედეგების უზრუნველსაყოფად და არ დარჩება მხოლოდ განცხადებად განცხადებისათვის. იმედი გვაქვს, დაცული იქნება საქართველოს კონსტიტუცია, ჯეროვნად და მყისიერად იქნებიან  დასჯილნი დამნაშავეები.

 

ტარიელ ნაკაიძე

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group