GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

"აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელის" პრეზენტაცია

ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, 2013 წლის 20 აპრილს, სასტუმრო ამბასადორში, გაიმართა პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელი“ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს  ევროპის უმცირესობათა უფლებების საერთაშორისო ჯგუფი (ევროპის განყოფილება),  ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (საქართველო), უმცირესობის საკითხთა ევროპული ცენტრი – კავკასია, გლობალური და რეგიონული კვლევების ანალიტიკური ცენტრი (სომხეთი) და სოციალური სამოქმედო ცენტრის პროექტი „საზღვრების გარეშე (უკრაინა), ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პროექტის პრეზენტაციას წინ უძღოდა მთელდიღიანი სემინარი პარტნიორი ორგანიზაციების, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენელთა მონაწილეობით. სემინარის მიზანი იყო უმცირესობათა უფლებების დაცვის ეფექტურ მოდელებზე მსჯელობა  სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური უმცირესობისა და რელიგიათა საბჭოების მაგალითზე და ამ მიმართულებით პარტნიორ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.

 

სემინარზე ძირითად მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ სახალხო დაცვველთან არსებული ტოლერაანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი და ცენტრის თანამშრომელი ბელა ოსიპოვა. მათ ისაუბრეს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების სატრუქტურაზე, საქმიანობაზე და იმ მიღწევებზე, რაც ბოლო წლებში საბჭოების მეშვეობით განხორციელდა. თავიანთ ქვეყნებში ეროვნულ  უმცირესობათა უფლებების დაცვის მექანიზმებზე ისაუბრეს  გლობალური და რეგიონული კვლევების ანალიტიკური ცენტრისა (სომხეთი) და სოციალური სამოქმედო ცენტრის პროექტის „საზღვრების გარეშე (უკრაინა) წარმომადგენლებმა. სახალხო დამცველთან არსებული  საბჭოების მუშაობის საქართველოში აპრობირებული მექანიზმი, სემინარის მონაწილეთა მხრიდან, ყველაზე ეფექტურად იქნა მიჩნეული.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group