GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

აკიტუ - ხა ბ-ნისან

1 აპრილს ასურელები ახალი წლის დღესასწაულს, აკიტუ - ხა ბ-ნისანს აღნიშნავენ. 2013 წლის პირველ აპრილს, მათი კალენდრის მიხედვით, 6763 წელი დადგა.

 

ეს დღესასწაული სათავეს  შუამდინარული ტრადიციებიდან იღებს და ორ მითს, სამყაროს შექმნისა და ნაყოფიერების ქალღმერთ იშტარისა და მწყემსი თამუზის სიყვარულის ამბავს უკავშირდება. ამ დღეს ასურელები გაზაფხულის დადგომას, ბუნებისა და სიცოცხლის განახლებას ზეიმობენ; ერთად იკრიბებიან და დღესასწაულს ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვით აღნიშნავენ.

 

2013 წელს, საქართელოში მცხორვებმა ასურელებმა აკიტუ - ხა ბ-ნისანის დღესასწაული  გარდაბნის კულტურის სახლში იზეიმეს. დღესასწაულს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, უშიშროების საბჭოს ტავჯდომარის მოადგილე, თამაღ კინწურაშვილი და საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, ბექა მინდიაშვილი ესწრებოდნენ.

 

საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს ასირიულ თემს ასირიული ახალი წლის დადგომას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group