GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

„შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგის შედეგები

2012 წლის 18 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ განხორციელებული  „შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის და სამოქმედო გეგმის“ 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

მონიტორინგი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) ხელშეწყობით. იგი მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამების შეფასებას და არსებული სირთულეების დაძლევის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას.

 

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საქართველოს  პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს თამჯდომარე თამარ კინწურაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, ინიტა პაულოვიჩა, საქართველოს გაეროს ასოციაციის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” ხელმძღვანელი რამაზ აფციაური და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელი დენოლა ჩხარტიშვილი. გამომსვლელებმა მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ სახელმწიფო უწყებები ეროვნული უმცირესობების საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

 

სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური   უმცირესობების  საბჭოს ანგარიში და რეკომენდაციები კულტურის მიმართულების შესახებ  წარმოადგინა, საბჭოს წევრმა, საქართველოს ებრაელ  ქალთა საერთაშორისო ფონდ “ლეას” წევრმა, მარინა სოლომონიშვილმა; სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე ეროვნული უმცირესობების საბჭოს ანგარიში და რეკომენდაციები წარადგინა , ექსპერტმა გიორგი სორდიამ; მედიის მიმართულებით რეკომენდაციებზე იუსაუბრა  მედია ექსპერტმა ქეთევან მსხილაძემ, ხოლო განათლების სფეროში ჩატარებული მონიტორინიგის შედეგები წარადგინა სამოქალაქო ინტეგრაციის და ეროვნებათაშორისო ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელმა, შალვა ტაბატაძემ.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის  (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” (ANI), უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group