GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვიქტორინა სკოლის მოსწავლეებისთვის „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“

2012 წლის 11 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ვიქტორინა „ეთნოსები და რელიგიები საქართველოში“.

 

ვიქტორინის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა,  უფროსკლასელთა შორის საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება და ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული და გამოცემული ენციკლოპედიების – ,,რელიგიები საქართველოში“ და ,,ეთნოსები საქართველოში“ – პოპულარიზაცია.

 

გაეროს განვითარების პროგრმის მხარდაჭერით გამოცემულ წიგნებში ასახულია საქართველოში არსებული ყველა ეთნოსისა და რელიგიური გაერთიანების ისტორია, კულტურა და თანამედროვე ყოფა. ვიქტორინაში მონაწილოების მისაღებად თბილისის სკოლების მოსწავლეებს სწოერედ ეს ენციკლოპედიები უნდა შეესწავლათ.

 

ვიქტორინაში მონაწილეობდა თბილისის ათი სკოლის ათი 6 წევრიანი გუნდი.  ეს სკოლებია:  42–ე საჯარო სკოლა, 10–ე საჯარო სკოლა , 1–ლი  ექსპერიმენტული სკოლა, 169–ე საჯარო სკოლა, 53–ე საჯარო სკოლა , 51–ე საჯარო სკოლა, 181–ე საჯარო სკოლა, მე–6 საავტორო სკოლა, ბრიტანულ ქართული აკადემია და სკოლა ერუდიტი.

 

ვიქტორინის დაწყებამდე მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მიესალმა. მან აღნიშნა, რომ ვიქტორინაში, რომელიც ახალგაზრდებისათვის საქართველოში არსებული რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების გაცნობას ისახავს მიზნად, არ შეიძლება არსებობდეს წაგებული ან მოგებული გუნდი, რადგან თავისთავად ის, რომ მოსწავლეები ასეთ მნიშვნელოვან და საინტერესო პუბლიკაციებს გაეცნენ, უკვე დიდი მიღწევაა. სახალხო დამცველმა ახალგაზრდებს უთხრა, რომ ცოდნა, რომელსაც ისინი ამ მიმართულებით დააგროვებენ, მომავალში დემოკრატიული და პლურალისტური ქვეყანის შენებასა და განვითარებაში  დაეხმარებათ.

 

სამრაუნდიანი, დაძაბული ასპარეზობის შედეგად, ქულების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა ბრიტანულ–ქართული აკადემიის გუნდმა. გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებითა და სიგელებით. ყველა მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო პრიზები და სიგელები.

 

ვიქტორინის საპატიო ჟიურის წევრები იყვნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილი და PH International–ის სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორი,  მარინა უშვერიძე.

 

ვიქტორინის დასრულების შემდეგ, გაიმართა ექსკურსია თბილსის ჯუმა–მეჩეთში, სინაგოგაში, წმინდა გევორგის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიასა და ღვთისმშობლის სახელობის კათოლიკე ეკლესიაში. თოთოეულ სალოცავში მოსწავლეებს ადგილობრივმა სასულიერო პირებმა უმასპინძლეს და საქართველოში მათი არსებობის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ ესაუბრნენ.

ვიქტორინაში მონაწილე გუნდები წარმოადგენდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების სასკოლო სამოქალაქო კლუბებს. აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

 

საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ვიქტორინა ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

აღმოსავლელი ხალხების, 21 მარტი

ნოვრუზ-ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group