GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს განცხადება სოფელ ნიგვზიანში განვითარებული მოვლენების შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო სოლიდარობას უცხადებს სოფელ ნიგვზიანში მცხოვრებ მუსლიმებს და შეშფოთებას გამოხატავს ამ სოფელში განვითარებული მოვლენების გამო, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ დგება რელიგიის თავისუფლების კონსტიტუციით დაცული პრინციპი.

 

გავრცელებული ცნობების თანახმად, მუსლიმებს უყენებენ ულტიმატუმებს - უკანონოდ მოითხოვენ მათგან სხვადასხვა ტიპის დათმობაზე წასვლას; სურთ შეიზღუდოს მათი ერთობლივი ლოცვის, გადაადგილებისა და სხვა უფლებები.

 

ჩვენთვის ასევე შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, მათი განცხადებების შინაარსიდან გამომდინარე, თითქოს, ცდილობენ სახელმწიფოს თავიდან აარიდონ რელიგიის თავისუფლების დაცვის გარანტის ფუნქცია.

 

შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას, რომ ნიგვზიანში მუსლიმების უფლებების შეზღუდვა გამოიწვევს ანალოგიურ პროცესებს მთელ საქართველოში და შეეხება როგორც მუსლიმებს ასევე სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც. 1990-იანი წლების მიწურულს ეს სახიფათო გზა საქართველომ უკვე გაიარა. აუცილებელია, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის უაღრესად ნეგატიური გამოცდილება სამუდამოდ ჩაბარდეს ისტორიას.

 

რელიგიათა საბჭო მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტსა და სამართალდამცველებს ყველაფერი იღონონ  მუსლიმთა რელიგიური უფლებების სრულფასოვნად დაცვისა და კანონდარღვევებზე ადეკვატური რეაგირებისათვის.

 

რელიგიათა საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად, სოფელ ნიგვზიანში დაისადგურებს მშვიდობა და მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის კვლავ აღდგება კეთილმეზობური და მეგობრული ურთიერთობები.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group