GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ანონსი: ქურთული კულტურის დღეები საქართველოში

სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი" საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით,  ა/წ 17-25 მარტს, ატარებს "საქართველოში ქურთული კულტურის დღეებს". ღონისძიებათა ციკლი გაიმართება  საქართველოში ერაყის რესპუბლიკის ელჩის, ტაიბ მუჰამედ ტაიბის პატრონაჟით და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო მხარდაჭერით.

კულტურის დღეეების გახსნა საზეიმო ვითარებაში გაიმართება ა/წ 17 მარტს 17:00 ს-ზე, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (ლ. გუდიაშვილის 1). გამოფენა ღიაა 25 მარტამდე უფასო დასწრებისთვის. გამოფენა ეძღვნება  ეზიდთა დღესასწაულ „კლოჭა სარე სალეს“. მუზეუმში გამოიფინება ეზიდების მატერიალური კულტურისა და ყოფის უნიკალური ნიმუშები (XIX საუკუნე), რომლებიც საუკუნეზე მეტი ინახებოდა  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დახურულ ფონდში, და არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის.  

21 მარტს 11:00 საათზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (Event Hall,) გაიმართება   „ქართულ - ქურთული მეგობრობის ფესტივალი“, რომელსაც საზეიმო ვითარებაში გახსნის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ბ-ნი ნ. რურუა. ღონისძიება ტარდება საგამომცემლო სახლი „ბადრხანის“ (ერაყის ქურთისტანი) ინიციატივით. ფისტივალსის ფარგლებში დედაქალაქს ერაყის რესპუბლიკიდან ესტუმრება  100-მდე ქურთი მოქალაქე, მათ შორის არიან  კულტურის, მეცნიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი სახეები. ფესტივალის  პროგრამით არის გათვალისწინებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სემინარი, დისკუსიები, თეატრალური წარმოდგენები, მუსიკალური ნომრები და მრავალი სხვა) და გაგრძელდება 22 მარტამდე.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group