GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოსა და კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა

2012 წლის 23 დეკემბერს, ევროპის სახლში გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“ შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრებთან. შეხვედრას ესწრებოდენენ კათოლიკური, სომხური სამოციქულო, ბაპტისტური, სახარების რწმენის (ორმოცდაათიანელთა), ადვენტისტური, ევანგელისტურ–პროტესტანტული, ხსნის არმიის ეკლესიების, ასევე სინაგოგის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და საქართველოს მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები, მეგობართა საზოგადოებისა (კვაკერები) და კრიშნას ცნობიერების ტაძრის წევრები.

კოალიციას  წარმოადგენდნენ ზურაბ ჯაფარიძე, გია ნოდია, მიხეილ თავხელიძე, ლევან ჩოლოყაშვილი, გია  ჯანდიერი, დავით ამირეჯიბი, ზაურ ხალილოვი, გიგა ზედანია, გოჩა ჩხეტია. მათ რელიგიათა საბჭოს  კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა  2011 წელს „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდების მინიჭებისათვის;

შეხვედრაზე  გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოში რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.

კოალიციის  წარმომადგენლებმა  გამოხატეს რელიგიათა საბჭოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა და აღუთქვეს რელიგიურ გაერთიანებებს, რომ თანადგომას გაუწევენ კონკრეტული პრობლემების მოგვარებისას.

შეგახსენებთ, რომ კოალიციის ერთერთი პირველი ინიციატივა, რომლითაც მათ საქართველოს მთავრობას მიმართეს,  საქართველოში ამა თუ იმ რელიგიის მნიშვნელოვანი თარიღის სამოქალაქო დღესასწაულებად გამოცხადება იყო;  ამასთანავე,  კოალიცია  ერთადერთი სამოქალაქო გაერთიანებაა, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი  2011 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group