GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჟურნალი "ბილინგვური განათლება"

"სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის’’ მიერ ყოველ კვარტალურად ხორციელდება სამეცნიერო - საგანმანათლებლო ჟურნალ ,,ბილინგვური განათლების’’ გამოცემა. ჟურნალი იბეჭდება ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით პროექტის ,,მულტილინგვური განათლების რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში . ამჯერად გამოვიდა ჟურნალ "ბილინგვური განათლების" მერვე ნომერი, რომელშიც მოცემულია სტატიები ენობრივი ეტიკეტისა და მეორე ენის სწავლების შესახებ, ადაპტირებული ლიტერატურის როლი მეორე ენის სწავლებისას, დონეებად დაყოფილი წიგნები და მათი მნიშვნელობა კითხვის უნარების განვითარებაში; ოჯახის ფაქტორი ბილინგვურ განათლებაში მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის; ბილინგვური განათლების საკითხები ახალციხის რაიონში, 2011 წლის ბაკურიანის ტრენინგების ანგარიში.

ჟურნალი ხელმისაწვდომია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და პროექტის ფარგლებში არაქართულენოვან სკოლებს ურიგდებათ უსასყიდლოდ. ჟურნალი ხელს უწყობს ბილინგვური განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და სამეცნიერო და აკადემიური კვლევების განვითარებას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group