 |
|
|


გერმანელები საქართველოში

|
|
რელიგიის თავისუფლების დღე – აშშ–ს პრეზიდენტის მიმართვა 16 იანვარს, ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების დღე აღინიშნება. 1786 წლის 16 იანვარს, ვირჯინიის შტატის გენერალურმა ასამბლეამ ვირჯინიის რელიგიის თავისუფლების სტატუტი მიიღო, რომლის ავტორი თომას ჯეფერსონი იყო. ეს აქტი საფუძვლად დაედო აშშ–ს კონსტიტუციის პირველ დამატებას, რომლითაც რელიგიის თავისუფლებაა გარანტირებული.
ამ დღესთან დაკავშირებით აშშ–ს პრეზიდენტი ყოველწლიურად ავრცელებს საგანგებო მიმართვას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას წლევანდელ გზავნილში ნათქვამია: „ჩვენი ერი მოწოდებულია არამხოლოდ ამერიკელების, არამედ მთელ მსოფლიოში ყოველი ადამიანის რელიგიის თავისუფლების დაცვისკენ. საერთაშორისო დონეზე ჩვენ ვხედავთ როგორ უწევთ ადამიანებს საკუთარი აღმსარებლობის გამო ცხოვრება ძალადობისა და დისკრიმინაციის, შიშის ატმოსფეროში. ჩემი ადმინისტრაცია აგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც მოკლებულია საშუალებას თავისუფლად აირჩიოს, გამოხატოს ან იცხოვროს საკუთარი რწმენით. ჩვენ კვლავ ერთგულად ვემსახურებით ადამიანის ამ საყოველთაო თავისუფლების დაცვას, რომელიც ყველა ერის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას რელიგიის თავისუფლების დღესთან დაკავშირებული მიმართვა
http://www.whitehouse.gov/the-press-office/2012/01/13/presidential-proclamation-religious-freedom-day-2012
|
|
|
|
| | | |

ჟურნალი სოლიდარობა 
ეთნოსები საქართველოში 
რელიგიები საქართველოში
დამდეგი დღესასწაული
ებრაული,
30 სექტემბერი
იომ კუპური
| |
|
|
 |
ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით |
 |
Created By Intellcom Group |
|