GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რომის პაპი საქართველოში კონფესიების რეგისტრაციის შესახებ

9 იანვარს, ვატიკანში,  რომის პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ მიმართა ვატიკანის დიპლომატიურ კორპუსს და მთელ მსოფლიოში კათოლიკე ეკლესიისა და, ზოგადად, ქრისტიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა პოზიტიურ სიახლეებზეც და საგანგებოდ აღნიშნა საქართველოში კონფესიების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებული ცვლილების შესახებ, რომლის შედეგად რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ.

ნაწყვეტი რომის პაპის, ბენედიქტე XVI–ის  მიმართვიდან : „ბევრ ქვეყანაში ქრისტიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები და ჩამოცილებულნი არიან საზოგადოებრივ ცხოვრებას; ზოგიერთ ქვეყანაში კი ისინი თავიანთ ეკლესიებსა და სახლებზე ძალადობრივ თავდასხმებს განიცდიან. ზოგჯერ ისინი იძულებული არიან, დატოვონ ქვეყნები, რომელთა აღმშენებლობაში წვლილი მიუძღვით, მუდმივი დაძაბულობისა და იმ პოლიტიკის გამო, რომელმაც  ისინი ქვეყნის ცხოვრებაში მეორეხარისხოვან დამკვირვებლებად აქცია. მსოფლიოს სხვა ნაწილებში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც   საზოგადოების ცხოვრებაში რელიგიის როლის მარგინალიზაციისკენ არის მიმართული, თითქოს რელიგია  არის არატოლერანტობის მიზეზი და არა ღირებული შენატანი განათლებაში, ადამიანის ღირსების, სამართლიანობის და მშვიდობის საქმეში. რელიგიურად მოტივირებულ ტერორიზმს წარსულში ასევე მოჰყვა მსხვერპლი, განსაკუთრებით აზიასა და აფრიკაში; ამასთან დაკავშირებით (...) რელიგიურმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ “ეს არ არის რელიგიის რელაური ბუნება. ეს რელიგიის ანტითეზისია, რაც ხელს უწყობს ნგრევას”. რელიგია არ შეიძლება გამოყენებული იყოს სამართლის ნორმების და კანონების უგულვებელყოფისათვის აღთქმული “სიკეთის” სახელით. ამ კონტექსტში მე სიამაყით გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი ჩემს მშობლიურ ქვეყანაში: რომ ადამიანის ქრისტიანული ხედვა იყო გერმანიის ძირითადი კანონის შემქმნელთა ჭეშმარიტი შთაგონების წყარო, ისევე როგორც ეს გაერთიანებული ევროპის შემთხვევაში მოხდა. მე ასევე მინდა მოვუხმო რელიგიური თავისუფლების კუთხით გადადგმულ რამდენიმე დამაიმედებელ მაგალითს. ვგულისხმობ საქართველოში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც რელიგიური უმცირესობები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად აღიარეს (...)"

პაპი თავის გამოსვლაში ასევე მიესალმა აზერბაიჯანში სახელმწიფოსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას და იმედი გამოთქვა, რომ მონტენეგროსა და მოზამბიკთან მსგავსს შეთანხმებებზე მოლაპარაკებები მალე წარმატებით დასრულდება. 

http://www.vatican.va/holy_father/benedict_xvi/speeches/2012/january/documents/hf_ben-xvi_spe_20120109_diplomatic-corps_en.html

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group