GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საინტოლოგიური ეკლესიის იუბილე

2011 წლის, 11 დეკემბერს საინტოლოგიურმა ეკლესიამ საქართველოში თავისის არსებობის 2 წლისთავი აღნიშნა. ამ თარიღს საინტოლოგიური ეკლესია მათი დამფუძნებლის, ლ. რონ ჰაბარდის, ქართულ ენაზე გამოცემული 9 წიგნით შეხვდა, მათ შორის, ქართულად ითარგმნა და გამოიცა „დიანეტიკაც“. წელს საინტოლოგიური ეკლესია ლ. რონ ჰაბარდის დაბადების 100 წლისთავსაც ზეიმობს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისში იმყოფებოდა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საინტოლოგთა ეკლესიის წარმომადგენელი ნინა დე კასტრო.

საინტოლოგია არის რელიგიურ–ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ამერიკელმა მწერალმა ლ. რონ ჰაბარდმა (1911–1986) შექმნა. მოძღვრების მიზნად დეკლარირებულია ადამიანური შესაძლებლობების გაუმჯობესება და ცნობიერების გაფართოება.

ლ. რონ ჰაბარდმა პირველი საინტოლოგიური ეკლესია ქემდენში,  ნიუ ჯერსიში  დაარსა  1953 წელს. დღეს საინტოლოგიური ეკლესიები ასზე მეტ ქვეყანაში გვხვდება, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, სამხეთ ამერიკასა და ავსტრალიაში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group