GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან

2017 წლის 19 სექტმებერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატისა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები.

 

2017 წლის გაზაფხულზე სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ მუშაობა დაასრულა  სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართულ რეკომენდაციათა პაკეტზე, რომელსაც იურისტების, მედიის მკვლევარებისა და განათლების დარგის ექსპერტების დახმარებით ქმნიდა.

 

რეკომენდაციათა ვრცელი ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიემართება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნეიტრალობის დაცვა,  არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა და ქსენოფობიასთან ბრძოლა საქართველოს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, მასწავლებელთა კომპეტენციის ზრდა ტოლერანტული ცნობიერების თვალსაზრისით და სასწავლო სახელმძღვანელოების პრობლემა.

 

ამ პრობლემათა მოსაგვარებლად სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ ამგვარია:

 

  • საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალურობის დაცვა და ანტიდისკრიმინაციული გარემოს უზრუნველყოფა უნდა გახდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი.უნდა მოხდეს ნეიტრალურობის დარღვევისა და დისრკიმინაციის ფაქტების აღიარება და მასზე რეაგირება.
  • განათლების და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს რელიგიის თავისუფლების დარ- ღვევის ფაქტების პრევენციის, პროაქტიური კონტროლის და ნეიტრალურობის დაცვის მონი- ტორინგის ეფექტური მექანიზმები.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით უნდა შეიქმნას სკოლაში რელიგიის თავისუფლების დარღვევის მონიტორინგის ჯგუფი, სადაც გაერთიანებული იქნებიან სამინისტროს წარმომადგენლები, ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზიციები, რელი- გიის საბჭოს წარმომადგენლები.
  • შეიქმნას ერთგვარი გაიდლაინი სკოლის დირექტორების, ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ სკოლაში არადისკრიმინაციული სასკოლო გარემოს შექმნა.
  • სკოლის დირექტორების სტანდარტსა და სკოლებში ხარისხის მართვის მარეგულირებელ დო- კუმენტებში აისახოს ინტერკულტურული და ინტერკონფესიური ასპექტები. » სკოლის დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდებში, როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრე- ბის ეტაპზე მოხდეს კანდიდატების ინტერკულტურული განათლების ცოდნისა და მულტიკულ- ტურულ გარემოში სკოლის მართვის ცოდნის შემოწმება.
  • შეიქმნას სკოლის სპეციალური სტრატეგია - ერთგვარი რელიგიის თავისუფლებისა და ნეიტ- რალიტეტის სტანდარტი, რომელიც მასწავლებლისა და მოსწავლის ქცევის კოდექსთან ერთად იქნება გაიდლაინი სკოლაში ანტიდისკრიმინაციული და ტოლერანტული გარემოს დასაცავად.
  • საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კერძო და საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში სასკოლო-სასწავლო გეგმების შეფასების ერთ-ერთ კრი- ტერიუმად ჩართოს კლასგარეშე აქტივობების მოთხოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლე- ებში მრავალფეროვნების დაფასებასა და ტოლერანტობის კულტურის განვითარებას.
  • განათლების და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინოს დისკრიმინაციის პრევენციის აღმო- ფხვრის, პროაქტიური რეაგირების საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ცალკეული არასამთვარო- ბო ორაგნიზაციების მიერ აპრობირებული მეთოდები (მაგ., წყაროს ანონიმურობის დაცვა).
  • საჯარო სკოლებში არადისკრიმინაციული და ტოლერანტული გარემოს გასაუმჯობესებლად განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ითანამშრომლოს სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და რელიგიათა საბჭოსთან, ინტერკულტურული განათლების სფეროში მომუშავე არსამთავრობო ორგანიზაციებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. პრობლე- მის ეფექტურად გადაჭრის მიზნით სამინისტრომ წარმოადგინოს პრევენციის და რეაგირების ამსახველი ანგარიში.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სკოლამდელი განათლების გა- ნვითარების სამმართველომ, სასურველია, თავისი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას გაითვა- ლისწინოს რელიგიის ნეიტრალურობის პრინციპი სკოლამდელი აღზრდის ამ საფეხურზე; აუცილებელია, რომ ბავშვები დაცული იყვნენ ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმისგან.
  • აუცილებელია, რომ პრიორიტეტული გახდეს სკოლაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს დაცვა და რელიგიის თავისუფლების დარღვევების პრევენცია. 20 » მომზადდეს სოციალური კლიპი, რომელიც გაზრდის მშობლის ცოდნას სკოლაში ანტიდისკრიმინაციული გარემოს დაცვის შესახებ, დარღვევის შესახებ რეაგირების აუცილებლობის, სამინისტროსათვის მიმართვის აუცილებლობის შესახებ.
  • პოსტკონფლიქტურ რეგიონში ან იქ, სადაც პერმანენტულად არსებობს ინტერრელიგიური დაპირისპირების საფრთხე, სამინისტრომ ჩაატაროს სიტუაციის განსხვავებული და მუდმივი მონიტორინგი, გაატაროს კონფლიქტის თავიდან აცილების პოლიტიკა.
  • აუცილებელია, მასწავლებლების ინტერკულტურული და ინტერკონფესიური განათლების კომპეტენციების და მულტიკულტურული მგრძნობელობის ამაღლება.
  • ტოლერანტობისა და ინტერკულტურული მგრძნობელობის განსავითარებლად უნდა მომზადდეს მასწავლებელთა გადამზადების შესაბამისი პროგრამები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებისას პრიორიტეტული უნდა გახდეს მასწავლებელთა ინტერკულტურული და ინტერკონფესიური კომპეტენციების გაუმჯებესება.  ინტერკულტურული და ინტერკონფესიური განათლების მეთოდებისა და სტრატეგიის შესახებ პროგრამის მომზადებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ შერჩეულმა ექსპერტებმა.
  • მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდებში, მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა ჩაიდოს მასწავლებლის მიერ მრავალფეროვნების მართვის სტრატეგიის ცოდნის შემოწმების მექანიზმი.
  • სახელმძღვანელოს სტანდარტების შემუშავებისას უნდა მოხდეს თანასწორობის პრინციპზე, ტოლერანტობის კულტურის განვითარებაზე ორიენტირება. ამიტომ სტანდარტში ერთ-ერთი კრიტერიუმი უნდა იყოს სახელმძღვანელოში (რელიგიურად) დაბალანსებული, არატენდენციური, პოზიტიური შინაარსი.
  • სასურველია, სახელმძღვანელოს გრიფირების კრიტერიუმებში ჩაიდოს მულტიკულტურალიზ- მის შეფასების კრიტერიუმი. გრიფის მიღების აუცილებელი წინაპირობა უნდა იყოს ის, თუ რამდენად ითვალისწინებს სახელმძღვანელო „მოსწავლეთა მრავალფეროვნებას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და სა- ცხოვრებელი ადგილის მიხედვით”.
  • გრიფირების პროცესში ინტერკულტურული კომპეტენეციის შეფასების მიზნით საქსპერტო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ რეკომენდებულმა ექსპერტებმა.
  • რეგულარულად გაანალიზდეს სახელმძღვანელოების ინტერკულტურული განათლების სტანდარტთან შესაბამისობა. მონიტორინგსა და შეფასებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ სახალხო და- მცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ რეკომენდებულმა ექსპერტებმა. შემუშავებული რეკომენდაციები უნდა აისახოს სახელმძღვანელოს მომდევნო გამოცემებში.

 

რელიგიათა საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრა იმ საქმიანობაზე, რასაც სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი „სიპპები“ ახორციელებენ რეკომენდაციებში დასმული საკითხების მიმართულებით.

 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა ზოგადი კომპეტენციის განვითარების პროგრამის მენეჯერის, ნათია ნაცვლიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მულტიკულტურული განათლების დანერგვისათვის შესაბამისი სილაბუსები და სატრენინგო მოდულები შესულია, როგორც უმაღლეს სასწავლებლების განათლების მიმართულების, ასევე მასწავლებელთა გადამზადების ეროვნული ცენტრის პროგრამებში.

 

სახალხო დამცველისა და ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკვე შეიმუშავა სახელმძღვანელოთა შეფასების ინსტრუმენტი მულტიკულტურული და რელიგიური ნეიტრალიტეტის მიმართ მგრძნობელობის თვალსაზრისით.  –„ ახალი სახელმძღვანელოები თავიდანვე მოიხსნება შეფასებიდან, თუ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს ამ თვალსაზრისით. ვაპირებთ პოტენციურ ავტორებს ჩავუტაროთ ტრენინგები, ვაპირებთ ამ სახელმძღვანელოების დრაფტები ავტვირთოთ ვებ-გევრდზე, რათა ის იყოს ღია ყველასთვის და გავითვალისწინოთ სხვადასხვა ექსპერტების მიერ მოწოდებული რეკომენდაციები“ - განაცხადა შეხვედრაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

 

შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნობს მათ მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამებს და ასევე ითანამშრომლებს საბჭოს მიერ შერჩეულ ექსპერტებთან ახალი სატრენინგო მოდულების შექმნის თაობაზე. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ გრიფირების სამმართველოს უფროსი, ნანა კილასონია რელიგიათა საბჭოს წევრებსა და ექსპერტებს შეახვედრებს სახელმძღვანელოს პოტენციურ ავტორებს, რათა მათთან ერთად მოხდეს მსჯელობა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა აისახოს რელიგიური და ეთნიკური მრვალფერივნების საკითხი სახელმძღვანელოებში.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group