GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებების მიმართვა საქართველოს პარლამენტს

სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წევრებს გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში გათვალისწინებულ იმ  დებულებებს, რომლებიც რწმენის, სინდისის და აღმსარებლობის თავისუფლებას და მათ შეზღუდვას შეეხება.

 

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიღებულ რედაქციაში, აღმსარებლობის თავისუფლების დაცვის მუხლს დაამატა და გააფართოვა დაცულ სფეროში ჩარევისა და შეზღუდვის საფუძვლები. თუკი მოქმედი კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ სხვათა უფლბების დასაცავად ითვალისწინებდა, წარმოდგენილ პროექტში მას დაემატა ისეთი საფუძვლები, როგორიცაა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დანაშაულის თავიდან აცილება, ჯანმრთელობის დაცვა და მართლმსაჯულების განხორციელება.

 

მიგვაჩია, რომ წარმოდგენილი კრიტერიუმები რელიგიის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფრთხეს წარმოშობს. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ისეთი საფუძვლების დამატება, როგორებიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება. დასახელბული კრიტერიუმები არ არის განჭვრეტადი და წარმოშობს მაღალ რისკს, რომ მათი გამოყენება შესაძლოა არ ემსახურებოდეს ლეგიტიმურ და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისთვის აუცლებელ მიზნებს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ამგვარ საფუძვლებს არ უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტი და ევროპული კონსტიტუციების აბსოლუტური უმრავლესობა.

 

როდესაც ვსაუბრობთ რწმენისა და აღმსარებლობის კონსტიტუციით შეზღუდვის საფრთხეებზე, ვითვალისწინებთ იმ მრავალწლიან გამოწვევებსა და ბარიერებს, რომლებსაც რელიგიური გაერთიანებების დიდი ნაწილი ვაწყდებით საქართველოში. ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ჩვენი რწმენის გამოხატვის შეზღუდვის, ძალადობისა და შეუწყნარებელი დამოკიდებულების მსხვერპლნი. ქვეყნის უზენაეს კანონში კი უფლების შეზღუდვის ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი საფუძვლების დამატებით, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ იმ გამოწვევის წინაშე, რომ ძირითადი კანონის, კონსტიტუციის საფუძველზე, რელიგიური გაერთიებების უფლებათა არამართლზომიერ შეზღუდვას მიეცეს ლეგიტიმაცია.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესაბა და არ გადადგას ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ქვაკუთხედის - რელიგიის თავისუფლების ხელყოფის სასარგელოდ.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი გაერთიანებები:


  • ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის ადმინისტრაცია
  • ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  • სახარების რწმენის ეკლესია (ორმოცდაათიანლები)
  • ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
  • სომეხთა კათოლიკე ეკლესია
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  • მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია სიცოცლის სიტყვა
  • ხსნის არმია
  • წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  • ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  • სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  • მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  • საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება
  • დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
  • ქრისტიანულ-პროტესტანტული ეკლესია „ქრისტეს ეკლესია“

 

 


ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 დეკემბერი

აიდა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group