GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში

2017 წლის, 26 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს შეხვედრა კულტურის მინისტრის მოადგილეთან, ლევან ხარატიშვილთან, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან და კულტურის სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან. შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის, ტოლერანტობის ცენტრისა და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

2016-17 წლების მანძილზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიგათა საბჭომ მოამზადა რეკომენდაციების ნუსხა, რომლის ადრესატი, სახელმწიფო უწყებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და მედიაა. რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, სახალხო დამცველმა წერილობით მიმართა სახელმწიფო უწყებებს და მოითხოვა შეხვედრები საბჭოს რეკომენდაციების გაცნობისა და მსჯელობის მიზნით.

 

2017 წლის, 26 ივლისს, ამ ფორმატში გაიმართა მეორე შეხვედრა კულტურის სამინისტროში. (პირველი შეხვედრა ამა წლის 10 ივლისს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრებთან ჩატარდა).

 

შეხვედრაზე კულტურის მინისტრის მოადგილემ გააკეთა ვრცელი პრეზენტაცია იმ პროექტებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების კულტურის სფეროსთაა დაკავშირებული. პრეზენტაციის შემდეგ, განიხილეს  საბჭოს ის რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია კულტურის საკითხებისადმი. რელიგიური გაერთიანებების წამომადგენლებმა ილაპარაკეს მათი რელიგიური თემების წინაშე არსებულ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია ძეგლების სტატუსთან, მოვლა-პატრონობასთან, რეკონსტრუქციასა და კონსერვაციასთან და ასევე რეკონსტრუქციის შედეგად ისტორიული ძეგლის იერ-სახის შეცვლის პროლემებთან; ეს სირთულეები განსაკუთრებით მწვავედ დგას კათოლიკური თემის წინაშე; ამ თემაზე ასევე ისაუბრეს ლუთერული, მუსლიმი და სომეხი კათოლიკე თემის წარმომადგენლებმა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებთან ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობასაც, რათა მათ ბიუჯეტებშიც განისაზღვროს პუნქტები უმცირესობათა მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პარტრონობისა და ზოგადად რეგიონებში ტოლერანტობის კულტურის განვითარების მიმართულებით.

 

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ დასვა საკითხი, რომ რელიგიათა საბჭოს წევრები მუდმივ რეჟიმში ატყობინებდნენ სააგენტოს არსებული პრობლემების შესახებ; სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შემოთავაზება, რომ ყოველ 4 თვეში ერთელ გაიმართოს საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ინფორმაციის ეფექტურად გაცლისა და პრობლემებზე დროული რეაგირების მიზნით.  

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group