GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის ცენტრის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში

2016 წლის 14-16 დეკემბერს ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები ბექა მინდიაშვილი, მარიამ ღავთაძე და ნინო ცინცაძე სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდნენ.


ვიზიტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთში რელიგიის თავისუფლების, ინტეგრაციის ხარისხის და ტოლერანტობის კულტურის თვალსაზრისით არსებული სიტუაციის შესწავლა და გაანალიზება.


14 დეკემბერს, ახალქალაქში ცენტრის თანამშრომლები სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანს და მღვდელ ტათევ მანუკიანს შეხვდნენ.


15 დეკემბერს, ახალციხეში შეხვედრა ახალციხის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.


16 დეკემბერს ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ზარზმის მონასტერის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ასევე სოფელ მოხის მუსლიმი და მართლმადიდებელი თემის წარმომადგენლებს.


მომზადდა ვიზიტის ამსახველი ანგარიში და რეკომენდაციები.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group